ჯარიმების გაუქმება არ არის დაგეგმილი - თალაკვაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142202
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირებს ჯარიმების გაუქმება არ არის დაგეგმილი.
"ექიმებმა, ექთნებმა, ეპიდემიოლოგებმა კოლოსალური სამუშაო გასწიეს ამ თვეების განმავლობაში. იცით, რამხელაა რისკები ნებისმიერ ჩვენგანის უპასუხოსმგებლო დამოკიდებულების შემთხვევაში, რომ შესაძლებელია ამან მცირე ეპიდ აფეთქება გამოიწვიოს, რაიონის, ან რეგიონის ჩაკეტვა, რითაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძიანს იღებს.
თუ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ებევრებათ 3 000 ლარიანი ჯარიმა, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე მხარეს დგას ადამიანების ჯანმრთელობა, რომელიც შეუფასებელია...
ჩვენ ამ არგუმენტებით ვხელმძღვანელობდით, როდესაც ვაწესებდით ამ სამართლიან სანქციებს. ამ მომენტში არანაირი მსჯელობა ამ ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ყოფილა და მისი გაუქმება არცაა დაგეგმილი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.