აღდგომის ღამეს მეტროს სამუშაო საათები გაიზრდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აღდგომის ღამეს თბილისში მეტროს გაზრდილი სამუშაო საათები ექნება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
თბილისის მეტრო 15 აპრილის 23:00 საათიდან უფასო იქნება და ნაცვლად 00:00 საათისა, იმუშავებს 04:00 საათამდე;
გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
"აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან", - თქვა კახა კალაძემ.
16 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ღამით ყველა მოქმედ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია იმართება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32356959.html
Source: radiotavisupleba.ge