ირანში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Tbilisi Daily

ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში იგრძნობოდა. მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.