არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობის გარეშე დარჩეს?

Tbilisi Daily

ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა უბ­ნის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ამ დრო­ის­თვის 75 მან­და­ტი აქვს, უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად კი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მი­ნი­მუმ 76 წევ­რის შეყ­ვა­ნაა სა­ჭი­რო. 75 მან­და­ტი­დან 61 პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით მო­პო­ვე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბია, 14 კი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი­დან, სა­დაც მმარ­თვე­ლი გუნ­დის კან­დი­დატ­მა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი 30 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქი­დან 16 - ში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. სწო­რედ მე­ო­რე ტუ­რე­ბი გა­და­წყვეტს, ეყო­ლე­ბა თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის სა­ჭი­რო 76 დე­პუ­ტა­ტი. დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბით, რო­დე­საც ის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თაც 1%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი დაძ­ლი­ეს, აცხა­დე­ბენ, რომ უარს იტყვი­ან მან­და­ტებ­ზე და ასე­ვე არ მი­ი­ღე­ბენ მათი კან­დი­და­ტე­ბი მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ 16-ვე ოლქს ად­ვი­ლად მო­ი­გებს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში "ჩამ­კე­ტი მქე­ნიზ­მის“ გამო, მას პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტე­ბი­დან ერთი მან­და­ტის მოკ­ლე­ბა მო­უ­წევს და მისი დე­პუ­ტა­ცია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 90-კა­ცი­ა­ნი იქ­ნე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, “ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მის“ მი­ხედ­ვით, მან­და­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ში, პარ­ტი­ის მიერ პრო­პორ­ცი­უ­ლი და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი, ამა­ვე პარ­ტი­ის მიერ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის ერთი მე­ო­თხე­დის ჯამს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ეს ფორ­მუ­ლა კი იმას ნიშ­ნავს, რომ თუკი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 48.15% (61 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი) არ შე­იც­ვა­ლა და ამავდრო­უ­ლად, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ამ 30-ვე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი მო­ი­გო, პარ­ლა­მენ­ტში 91-ის ნაც­ვლად, 90 დე­პუ­ტა­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მან­და­ტი მას პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან ჩა­მო­აკ­ლდე­ბა.რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­მოკ­ლე­ბულ მან­დატს, მას სხვა უკე­თე­სი შე­დე­გის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი მი­ი­ღებს. ასე­თი კი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“. თუმ­ცა თუ ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თე­ო­რი­უ­ლად ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს შან­სი, რომ ყვე­ლა ოლ­ქის წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ვა­რა­უ­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­ის მიერ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­შიც, მათი კან­დი­და­ტე­ბი არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ მო­იხ­სნე­ბი­ან და ამომ­რჩე­ველს მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­დატს, მის წარმდგენ პარ­ტი­ას თუ სა­არ­ჩევ­ნო ბლოკს უფ­ლე­ბა აქვს, ნე­ბის­მი­ერ დროს, მაგ­რამ კენ­ჭისყრამ­დე არა­უგ­ვი­ა­ნეს 12 დღი­სა, უარი თქვას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ან წარ­დგე­ნილ კან­დი­დატ­ზე, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი წესი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე არ ვრცელ­დე­ბა.