3 გენიალური ფილმი,ფსიქოლოგიით დაინტერესებულთათვის!

0

Breaking the waves/ ტალღების გაპობა

ლარს ვონ ტრიერის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი. ბესის ღმერთი უყვარს, ხშირად ლაპარაკობს მასთან, მაგრამ მხოლოდ სხვა ადამიანის სახეში შეიძლება მისი ნამდვილი სახის ხილვა. ადამიანური ტრაგედია, დრამა, დანაშაულის გრძნობა, რწმენა, თავგანწირვა და ადამიანური ბრძოლები – აი, ეს არის ღმერთი.

I stand alone/ მარტო ყველას წინააღმდეგ

იზოლაცია, უარყოფა, უმუშევრობა.. ფილმი ყასაბზე, რომელსაც არ აქვს სახელი. იგი პატარა იყო როცა დაობლდა, მასზე სექსუალურად ძალადობდა მღვდელი…მას არ ჰქონდა საშუალება ესწავლა ამიტომაც აირჩია ასეთი პროფესია. იგი ქალიშილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც დედამ მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ბიჭი არ იყო… ფილმი მძიმეა..განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც არ სურს ნამდვილი ცხოვრებისთვის თვალის გასწორება, ამიტომაც კულმინაციის მომენტში გაფრთხილებთ კიდეც, რომ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ყურება.

გაქცევა შოუშენკიდან/Shawshank redemption

ფილმი, რომელიც იმაზე უკეთესს გხდის, ვიდრე ხარ. იცხოვრე, ან მოკვდი! რას ნიშნავს გიყვარდეს და გინდოდეს სიცოცხლე, რას ნიშნავს იყო თავისუფალი ციხეშიც, რას ნიშნავს შინაგანი თავისუფლება.. ეს არის ფილმი ნამდვილ თავისუფლებაზე. სამუელ ნორტონს ფროიდის იდეებიც ბლომად აქვს ფილმში – თავდაცვითი მექანიზმების წყალობით რეალობის სხვანაირად აღქმა.. ყველაფერი დამოკიდებულებებია! მხოლოდ და მხოლოდ გარემოსთან ადაპტაციის და სიტუაციასთან მორგებით თუ მოახერხებ გადარჩე, იცხოვრო და თავი დააღწიო ციხეს. ფილმში უამრავი საინტერესო ტიპაჟი შეგხვდებათ, ძალიან ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური პორტრეტებით.
0