დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ, დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას — კალაძე მთავარის სიუჟეტზე
On.ge
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, კახი კალაძე მთავარი არხის სიუჟეტს ეხმაურება და წერს, რომ დეზინფორმაციაზე აღარ უნდა გაჩუმდნენ, რადგან ტყუილი ბოროტებას ასაზრდოებს. ამ თემაზე მან პოსტი ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მთავარმა არხმა 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც საუბარია, რომ მომხდართან შესაძლოა ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარიც ყოფილიყო დაკავშირებული.
https://on.ge/story/58864-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9F%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%96%E1%83%94
"ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და "ხელებიც დამიბანია". ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ "ფეიკმოღვაწეობაზეა", ეს სტატუსი ისევ "მთავარ" მატყუარაზეა... საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის. ამორალურია ეს ყველაფერი! დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ — დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!" — წერს კახი კალაძე.
#News