7 წესი რაც დაგვეხმარება ჯანმრთელი ტვინის შენარჩუნებაში!

0
1. შეცვალეთ თქვენი კვების სტილი დიეტა თანამედროვე საზოგადოების მოდური მიმართულებაა, თუმცა ადამიანების უმრავლესობა დიეტას მხოლოდ რამდენიმე კილოგრამის მოსაშორებლად მიმართავს. მაგრამ ასეთი სახის დიეტები ტვინზე უარყოფით გავლენას ახდენს. დოქტორ ამენი ხაზს უსვამს, რომ კვების წესები ჯანმრთელი ტვინის შენარჩუნების საწინდარია. გარკვეული ნახშირწყლების მიღების დაკორექტირება და მეტი წყლის სმა ბევრად ჯანმრთელი ტვინით დაგვაჯილდოვებს. მისი რეკომნდაციით ჩვენი დღის რაციონი ტვინისთვის ნოყიერი საკვებით უნდა შედგებოდეს – მაღალი ბოჭკოვანი და დაბალი გლიკემიური შემადგენლობის ნახშირწყლები, ცხიმები და პროტეინები. 2. ვარჯიში გადატვირთული გრაფიკის დროს პირველი, რასაც ვივიწყებთ, ვარჯიშია. დოქტორ ამენი ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ტვინზე სტრესის მოქმედების შესამცირებლად. ვარჯიშის საშუალებით ტვინი ჟანგბადით და სისხლით ივსება, რაც, საბოლოო ჯამში იცავს კიდეც მას შაქრის მავნე შეტევებისგან. დოქტორ ამენი კონკრეტული ტიპის ვარჯიშებსაც გვირჩევს – მეტი ყურადღება კოორდინაციის განვითარების და ძალისმიერ ვარჯიშებს უნდა დავუთმოთ. 3. მედიტაცია იმის გამო, რომ სამყარო ხშირად მოუწესრიგებელია, სიმშვიდისთვის დროის გამონახვა ძალიან რთული ხდება. დოქტორი ამენი აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მედიტაციისთვის დროის გამოყოფა აღგზნებული ტვინის დამშვიდებაში დაგეხმარებათ. 4. მოკალით აუფ-ები დოქტორი ამენი აღნიშნავს, რომ ტვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ავტომატური ნეგატიური ფიქრები – აუფ-ებია. ნეგატიური ფიქრები ყველას შეიძლება აეკიდოს, მაგრამ თუ მათ გონებაში ჩაბუდების საშუალებას მისცემთ, ეს თქვენს ტვინს დიდ ზიანს მიაყენებს. დოქტორი ამენი ანფ-ების გასამკლავებელ რამდენიმე სტრატეგიას გვთავაზობს. მათ შორის აღსაღნიშნია ნეგატიური ფიქრის ინტენსიური „დაკითხვა“ იმის გასარკვევად, თუ როგორ გაგრძნობინებთ თავს და როგორ შეგიძლიათ მას დააღწიოთ თავი ამ გრძნობას ნეგატიურ ფიქრზე შეხედულების შეცვლის გზით. 5. ფოკუსირებისთვის უსმინეთ კლასიკურ მუსიკას გადატვირთული გრაფიკისა და უამრავი ყოველდღიური საქმის გამო უამრავი ადამიანისთვის ფოკუსირება ნამდვილ გამოწვევად იქცა. ამენი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი კვლევის შედეგების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც მოცარტს უსმენდნენ უკეთესად შეეძლოთ ფოკუსირება და მათი სოციალური უნარებიც კი უმჯობესდებოდა. 6. გაატარეთ დრო პოზიტიურ ადამიანებთან ამენი აღნიშნავს, რომ ნეგატიურ ადამიანებთან ხშირ კონტაქტს ყველა ადამიანის განადგურება შეუძლია. ნეგატიური მომენტების შემცირება ტვინზე ქიმიურ ზემოქმედებას იწვევს, რომელსაც გაცილებით პოზიტიური და ენერგიული ფიქრებისკენ მივყავართ. იმის გააზრება, თუ ვისთან ატარებთ დროს და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობისთვის მეტი დროის გამოყოფა თქვენი ტვინის ჯანმრთელობას და თქვენს პროდუქტიულობას და ბედნიერებას უზრუნველყოფს. 7. ისწავლეთ რამე ახალი ყოველ დღე ერთხელ ეინშტეინმა თქვა, რომ თუ ადამიანი ყოველდღე რამე ახალის სწავლას სულ რაღაც 15 წუთს დაუთმობს, ერთ წელიწადში ექსპერტად, ხუთ წელიწადში კი საქვეყნო დონის ექსპერტად ჩამოყალიბდება. დოქტორი ამენი ეთანხმება ამ აზრს და აღნიშნავს, რომ ახლის სწავლა რუტინის დარღვევაში და ტვინის სტიმულირებაში გვეხმარება. #ჯანმრთელობა #დილამშვიდობისა
#ახალიამბები
#ჯანსაღიცხოვრება
0