15 votes
0 comments
0 shares
Save
209 views
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi · 6 months ago

2019 წლის 20 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის (FETP Frontline) მეორე კოჰორტის გამოსაშვები შეხვედრა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აშშ-ს საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსს (FETP Frontline). სწავლების მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის და ადამიანური რესურსების გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე. სწავლებაში ძირითადად მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული განყოფილებების ეპიდემიოლოგები.

შეხვედრაზე რეზიდენტებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და რეზიდენტებს ცენტრის სახელით გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.


Tamar Kvaratskhelia
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 9 months ago
⭕ქ.თბილისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგის მე -4 საინტერესო დღე. ⭕ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის. ⭕ტრენინგს დკსჯეც დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე დაესწრო მსმენელებს გაესაუბრა და გაიმართა საინტერესო დისკუსია.
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 8 months ago
🔷️ ქ.თბილისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგის (მე-2 სამუშაო შეხვედრის) მეოთხე დღე. 🔷️საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის.
+4
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 8 months ago
🔵ქ.თბილისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგის (მე-2 სამუშაო შეხვედრის) მესამე დღე. 🔵 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის.
+4
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 8 months ago
🔘 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგის (მე-2 სამუშაო შეხვედრის) მეორე დღე. 🔘 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის.
+3
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 9 months ago
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგის მე -5 საინტერესო დღე. ⭕ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის. ⭕დკსჯეც დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე გაესაუბრა მსმენელებს გავლილი კურსის შესახებ . ⭕ტრენინგის ბოლოს თითოეულმა მსმენელმა შეავსო პოსტ-ტესტი. ⭕ქ.თბილისში
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 9 months ago
⭕ ქ. თბილისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგის მე -2 დღე ⭕საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის.
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 8 months ago
⭕ქ.თბილისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგის პირველი დღე. ⭕ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის.
+2
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 9 months ago
➡️ქ.თბილისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგი ტარდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის.
Tamar Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 9 months ago
⭕ქ.თბილისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის, მეორე კოჰორტის ტრენინგის მე -3 დღე. ⭕ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებისთვის.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
„ჯეო ჰოსპიტალსი“ მარნეულში ვირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით - ჯეო ჰოსპიტალსი“ მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “შპს „ჯეო ჰოსპიტალს-ის მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 18 მარტს, თვითდინებით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით შემოვიდა მდედრობითი სქესის 62 წლის პაციენტი. რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე დაისვა ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი. პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა მძიმე თანმხლები დაავადებები: გადატანილი აორტო-კორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი 20 წლიანი ანამნეზით, 4 წლის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი. დაწესებულების პერსონალმა აღნიშნული შემთხვევა მაშინვე ჩათვალა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად და COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის მართვისათვის განკუთვნილი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის სრული დაცვით გაკეთდა შეტყობინება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურში, ადგილობრივი ეპიდემიოლოგებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა პაციენტის გამოკითხვა და ინფორმაცია შემთხვევის შესახებ მიეწოდა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრებს. პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით. 2020 წლის 21 მარტს პაციენტს განუვითარდა მძიმე მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს. იმავე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, განხორციელდა პაციენტის ბიოლოგიური მასალის აღება COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს დაისვა COVID-19-ის დიაგნოზი. დკსჯეც-ის წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა ადგილზე შეისწავლეს მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა. თუმცა, პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მართვისას დაცული იყო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებები (შესაბამისი COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების მართვისათვის), კონტაქტირებულ პირებზე (ინტენსიური თერაპიის პაციენტები, სამედიცინო პერსონალი) დაწესდა მეთვალყურეობა და ისინი გადავიდნენ კარანტინის ან თვითიზოლაციის რეჟიმში. ამავდროულად, აღნიშნულ პირებს 2020 წლის 23 მარტს ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა COVID-19-ის იდენტიფიცირებისათვის (სულ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 თანამშრომელს და 16 პაციენტს), ყველა კვლევის შედეგი არის უარყოფითი. მძიმე თანმხლები დაავადებებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, 2020 წლის 22 მარტს მართებულად ჩაითვალა, პაციენტის გადაყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გამოცხადდა კარანტინის ზონად. ამ ეტაპზე დაწესებულება არის მზადყოფნაში, უზრუნველყოს COVID-19 შემთხვევების მართვა საველე ჰოსპიტალსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში”,-ნათქვამია ინფორმაციაში.