"რუსთავი 2-ის" კვლევა: "ქართული ოცნება" - 52%, "ნაციონალური მოძრაობა" - 19%

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კვლევის მიხედვით, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს" "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოხვდებოდა პარლამენტში. მედიასაშუალების განცხადებით, კვლევა მათი დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა 15 ივლისიდან 24 ივლისამდე პირისპირ ინტერვიუს გზით 1 200 ადამიანთან ჩატარდა, ცდომილება 3 პროცენტამდეა. პარტიებს შორის ხმები კი ასე გადანაწილდებოდა: "ქართული ოცნება" - 52%; "ენმ" - 19%; "ევროპული საქართველო" - 8%; "პატრიოტთა ალიანსი" - 5% "ლელო" - 5%; "ახალი საქართველო" - 4%; სხვა - 7 %. ამ კვლევის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, 16 ივლისს ტელეკომპანია "ფორმულამაც" გაავრცელა მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევის მონაცემები. "ედისონ რისერჩის" გამოკითხვის შედეგებით, "ქართული ოცნება"-ს მხარს გამოკითხულთა 39% უჭერდა, "ნაციონალურ მოძრაობას" - 16 % , "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციას კი 3%. მოქალაქეთა 20 პროცენტს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. https://www.radiotavisupleba.ge/a/30781905.html #ახალი_ამბები #twitter