. აი, ყველა, “დიდიან-პატარაიანა”, ამ უშველებელ “ხლაპუშკებს” რომ ისვრით და აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ რომ წივით და კივით, რა “მუღამს უჭერთ” ამ ყველაფერს?
სულ ყველაფერს რომ თავი დაანებო, ძალიან ბევრი მაღაზია ყიდის “გაუსაღებელ”, წლების წინანდელ ასაფეთქებლებს, რომელთაც, რასაკვირველია, ვადა აქვთ გასული და კაცმა არ იცის, რა საშინელება შეიძლება დატრიალდეს (არამგონია ბევრი თქვენგანი, ან, მით უმეტეს, თქვენი შვილები ამოწმებდნენ ვადებს).
ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, ყურადღებით იყავით, ან, საუკეთესო შემთხვევაში, საერთოდ ნუ აწევთ ქალაქს ამ უზარმაზარი, ლამის ბომბის ხმის მქონე ასაფეთქებლებით.
#opinion
#news