ზუგდიდში 80 წლამდე ქალს ავტომანქანა დაეჯახა.
Zugdidi Daily
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოს მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომანქანა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი მართავდა, ქვეითად მოძრავ 80 წლამდე ქალს დაეჯახა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გამოკვლევები ჩაუტარდა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს :
“პაციენტი არის კონტაქტური. ამ წუთებში კვლევის ეტაპზე, ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვით.”
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
#ზუგდიდი #სოხუმისქუჩა #პოლიცია #სამმართველო #მერია #ავტოსაგზაოშემთხვევა #საავადმყოფო #გამოძიება #შსს #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com