პირველად A ვიტამინი სტაფილოდან მიიღეს, ამიტომაც მისი ჯგუფის წარმომადგენლებს კაროტინოიდებს უწოდებენ. თევზის ქონი, რძე, ხაჭო, ყველი, კვერცხის გული, სტაფილო, გოგრა, ბროკოლი, მწვანე ხახვი, ატამი, გარგარი ეს ის პროდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ A ვიტამინს.
ვიტამინი A მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ცილის სინთეზში. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძვლის, კბილის ფორმირებაში. გვიცავს გაციებისგან, საყლაპავისა და საშარდე გზების ინფექციებისგან.
ვიტამინი A-ს ნაკლებობა იწვევს დაავადებას, რომელსაც ნიქტალოპია- სხვანაირად ქათმის სიბრმავე ეწოდება. ის გვევლინება როდოფსინის პრეკურსორად(წინამორბედად), როდოფსინი კი მნიშვნელოვანია ღამით ნორმალური ხედვის შესანარჩუნებლად.
ნიქტალოპიით დაავადებულ ადამიანს უჭირს დაინახოს ღამით ან არასაკმარისად განათებულ სივრცეში.
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
ქვეითდება მხედველობის სიმკვეთრე
ფერების გარჩევის უნარი იკარგება
მხედველობის არეში ჩნდება წერტილები
უარესდება სივრცეში ორიენტირების უნარი
წყლულები ჩნდება რქოვანაზე.