0
▶️ სათნოების სახლის ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებმა დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და სათნოების სახლის ხელმძღვანელებისაგან საახალწლო საჩუქარი მიიღო. ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ სევერიანე შეროზიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა და ქალაქ ჯვარის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ლიპარტიამ.
0