გორელი შშმ ვეტერანები დაბა ურეკში 10 დღიან სარებილიტაციო კურსს გაივლიან

0
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 20 შშმ ვეტერანი ზღვისპირა კურორტ ურეკში გაემგზავრა. ვეტერანთა დასვენება-რეაბილიტაციის პროგრამა 10 დღიან კურსს მოიცავს და გორის მერიისა და და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სრულად იფარება მგზავრობის, განთავსებისა და რეაბილიტაციის კურსის თანხები. ვეტერანები გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიხრაძემ გააცილეს.
#გორი
#ვეტერანი
#რეაბილიტაცია
0