Hitsujiyama-ვარდისფერი პარკი

By?????Georgia
0
ყოველწლიურად აპრილიდან მაისის ჩათვლით იაპონიაში, ქალაქ ჩიჩიბუს ახლოს არსებულ ჰიცუჯიამას პარკში ულამაზესი სანახაობაა - ფლოქსების ყვავილობის პერიოდი. Shibazakura-ს გორაკი, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 17, 6 ათასი მ2 -ა, გაზაფხულზე მთლიანად იფარება ვარდისფერი ხალიჩით. ამ ყვავილებს სხვანაირად საკურას ბალახადაც მოიხსენიებენ. გორაკზე ათი სახეობის ფლოქსი იზრდება.
ყვავილობის პერიოდში პარკში უამრავი ღონისძიება იმართება, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ჩიჩუბის ღამის ფესტივალია.
ფლოქსების გარდა პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი ძირი იოშინოს ალუბალი იზრდება - ამ ხის ყვავილები ორმაგი ფურცლებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ხის ასაკი კი 600 წელზე მეტია. საკურების ყვავილობის ნახვა მაისის თვეშია შესაძლებელი. პარკის მცენარეულობაზე უამრავი კვალიფიციური მებაღე და ფლორისტი ზრუნავს. პარკში არის პატარა გუბურაც, სადაც ოქროს თევზები დაცურავენ, გუბურის ნაპირებთან კი ფლოქსები იზრდება.
ხედების უკეთესად აღქმის მიზნით პარკში უამრავი ხის დასასვენებელი სკამები დგას. პარკთან ახლოს კი უძველესი ტაძარი მდებარეობს.
პარკი ტოკიოდან დაახლოებით 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საიტამას პრეფექტურაში, ქალაქ ჩიჩიბუში.
#იაპონია
#მოგზაურობა
#აზია
#ტურიზმი
#ტურისტები
#საინტერესოფაქტები
#საინტერესო
By?????Georgia
0