გორში რეგისტრირებული ბევრი ბავშვი ასაცრელია და მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს გეგმიური ვაქცინაცი

0
კორონავირუსის პანდემიის გამო, მშობელთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს მცირეწლოვანი შვილების პოლიკლინიკაში მიყვანისა და გეგმიური აცრის ჩატარებისგან. მედიკოსები მშობლებს მოუწოდებენ ბავშვებისთვის გეგმიური აცრების ჩატარებისკენ ისეთი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა წითელა, წითურა, დიფტერია და ა.შ, თუმცა, „გორმედის“ პოლიკლინიკური დეპარტამენტის იმუნიზაციის კაბინეტის ექიმ-პედიატრის, ნანა განჯელაშვილის ინფორმაციით, იმუნიზაციის კაბინეტში აცრის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად არ შეცვლილა. „იმუნიზაციის კაბინეტში აცრის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად არ შეცვლილა. მშობლების გარკვეული ნაწილი, პანდემიის პირობებში, თავს იკავებდა სხვადასხვა ინფექციური სნეულებების საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან, თუმცა, მეორე ნაწილს გეგმიურ აცრებზე პატარები არსებული გრაფიკის მიხედვით მოყავდა. ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, რომ გორში რეგისტრირებული ბევრი ბავშვი ასაცრელია და მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს გეგმიური ვაქცინაციის ჩატარება (წითელასა და სხვა ინფექციურს სნეულებებზე)“, - განაცხადა იმუნიზაციის კაბინეტის პედიატრმა. შეგახსენებთ, რომ გეგმიური აცრები ბავშვის დაბადებისთანავე იწყება და 14 წლის ასაკში სრულდება.
#გორი
#ვაქცინაცია
#აცრა
0