ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრების აღდგენა ხვალიდან იგეგმება

0
ხვალიდან, 30 ივლისიდან იგეგმება ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრების აღდგენა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. , , გასული კვირების განმავლობაში, თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლებისათვის შესაძლებლობის გამონახვისთვის. ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად”, - აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოფისის განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული პოლიციის პოსტის მოწყობა დაასახელა და აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა.
#კონფლიქტი
#ერგნეთი
#ოკუპაცია
#მოლაპარაკება
0