სროლა წყნეთში
Tbilisi Daily
წყნეთის გზაზე, კაკლებთან ყოფილი სპორტსმენის და მხედრიონელის, ლერი სულაბერიძის ავტომამქანას ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა, ნატყვიარები მხოლოდ ავტომანქანაზე შეინიშნება.
ადგილზე სამართალდაცმველები არიან მობილიზებულნი.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108 (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
#ახალიამბები