ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
Batumi Daily
გასულ დღეს, 15 ნოემბერს ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც ოთხი ადამიანი ცხოვრობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა ვარაუდობენ რომ ცეცხლი ელექტროსადენებისგან გაჩნდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში