ბოლო წლებია ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორ იცვლება გენდერული როლები სოციუმში. პოდიუმზე ჩნდება კაცები კაბებში, ქალები კი ირგებენ მასკულინურ იერს.
(Ami fall 2019 menswear)
ამ გარდაქმნასთან ერთად იცვლება ჩვენი გარდერობის იერსახეც
რეალურ ცხოვრებაში, ხელოვანთა ჩვენებების მსგავსად, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისეთი რადიკალური არაა. მაგრამ თანამედროვე ქალმა საკმაოდ ოსტატურად მოიხდინა სამოსი “მამაკაცის მხრიდან”.
(Blake Lively Ralph Lauren-ის კოსტიუმში)
(Natalia Vodianova Berluti-ის კოსტიუმში, რომელიც, რა გასაკვირი არ უნდა იყოს, მამაკაცთა ხაზიდანაა)
მსგავსი ხრიკით შეგვიძლია ხაზი გავუსვათ როგორც სიძლიერესა და თვითკმარობას, ასევე სიფაქიზეს, ქალურობას.
აი ნივთები რომლებიც შეგვიძლია ვისესხოთ ჩვენი ქმრების, შეყვარებულებიას, მამების, ძმების ან შვილების გარდერობებიდან:) ან ვიპოვოთ მაღაზიებში კაცების განყოფილებაში:
1. პერანგი
2. მაისური
3. სვიტრი ან/და ჰუდი
4.პიჯაკი
5.პალტო ან/და ლაბადა
6.აქსესუარები
სინამდვილეში, სია ბევრად უფრო დიდი შეიძლება იყოს. მაგრამ დასაწყისისთვის აქ გავჩერდეთ.
როგორ ფიქრობთ, ეს საბაზისო ტანსაცმელი ვისი ლუქებისთვის იყო მომზადებული? ქალი/კაცი? 🤔
#მოდა
#სტილი