საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 307 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ექვსი პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაშიქვეყანაში ჩატარდა 29 341 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 964, პისიარტესტით - 10 377.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 1,43 პროცენტი, ბოლო 14 დღის - 1,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის - 1,89 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა - 26, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.