13 votes
0 comments
0 shares
Save
150 views
Mariam Macharashvili
Tbilisi · 6 months ago

ჩემი სოფლის ცა....

საოცრებააა 💜

#photo
Mariam Macharashvili
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
9 რამ რაც შეიძლება ვან გოგის შესახებ არ იცოდეთ
1. სახელი ვინსენტი ბაბუის და მის დაბადებამდე გარდაცვალებული ძამის საპატივცემულოდ დაარქვეს 2. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბიძამ მას ნახატების გამყიდველად დააწყებინა მუშაობა. გარკვეულიპერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულიერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, მალევე აუცრუვდა გული რელიგიური მოღვაწის კარიერაზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა. 3. მისი ძმა თეო,რომელიც ასევე ნახატებით მოვაჭრე იყო,მთელი ცხოვრება ეხმარებოდა ფინანსურადაც და მორალურადაც,განსაკუთრებით კი მაშინ როცა ვან გოგმა მხატვრობას მიჰყო ხელი 4. ვან გოგმა 10 წლის მანძილზე დაახლოებით, 900 ნახატი და 1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი დაგვიტოვა, რაც, უხეშად რომ თქვათ, იმას ნიშნავს, რომ ის კვირაში საშუალოდ 2 ნახატს ქმნიდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი ნამუშევარი "წითელი ვენახები არლში" მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. 5. ალბათ ყველას გსმენიათ ვან გოგის ყურის ბიბილოს მოჭრის უცნაური ისტორიის შესახებ. გადმოცემის თანახმად, მან ყურის ნაწილი თავის მეგობარ მხატვარ პოლ გოგენთან კამათის შემდეგ სამართებლით მოიჭრა, ასანთის კოლოფში შეფუთა და მეგობარ მეძავ ქალს უსახსოვრა. თუმცა, ამ ისტორიას აქვს მეორე მხარეც, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყურის ბიბილო კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგს, რომელსაც არ სურდა მეგობრობის გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა. 6. ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში "ვარსკვლავიანი ღამე" , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ დოლადარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. 1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნიის, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა. ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა, რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : "ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა". 7. ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ეს არის ქრონიკულ-ნეიროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც პერიოდული კრუნჩხვები და შემოტევები ახასიათებს. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვლით გამოვლინდა. 8. როგორც ყველა შემოქმედს, ვან გოგსაც ჰყავდა საყვარელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებითაც ის საზრდოობდა. იგი ჟან ფრანსუა მილეს გლეხური ფერწერის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რაც ვინსენტის ნახატებშიც ჩანს, თუმცა, 1886 წელს პარიზში დასახლების შემდეგ, მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია იმპრესიონისტებისა და ნეოიმპრესიონისტების ნახატებმა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში შედარებით მსუბუქი და ნათელი ფერები გაჩნდა. 9. ვან გოგის სიკვდილი დიდხანს იყო ბურუსით მოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ხელოვანმა სიცოცხლე პურის ყანაში ხატვისას თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, მოგვიანებით მხატვრის სიკვდილის შესახებ ალტერნატიული თეორიებიც გაჩნდა. ერთ-ერთ ვერსიაზე დაყრდნობით, 1890 წელს ის ორმა ბიჭუნამ შემთხვევით, იარაღით დაჭრა. დაშავებული მხატვარი სახლამდე მისულა და იქ 2 დღის შემდეგ გარდაცვლილა. ვან გოგის ბიოგრაფების აზრით, მან ხელი დააფარა ბიჭუნას, რომელსაც იარაღი შემთხვევით გაუვარდა, როდესაც თავის ძმას იარაღის სროლას ასწავლიდა. მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ეს იყო მხატვრის კიდევ ერთი კეთილშობილური საქციელი, როდესაც მან დამნაშავე არ ამიხლა და თვითონ დაიბრალა მომხდარი. მისი ძმის თეოს, გადმოცემით, დიდი გენიოსის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის სარეცელზე იყო: "მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება."#vincentvangogh #goodplaces #politics #news #opinion #events #art #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ადოლფ ჰიტლერი და ხელოვნება
იქამდე სანამ მეოცე საუკუნეს სისხლიან კვალს დაატყობდა ადოლფ ჰიტლერი მხატვრობით იყო გატაცებული,მას უნდოდა,რომ ხელოვანი გამოსულიყო,დღემდე მისი არაერთი ნამუშევარია შემორჩენილი,მას შეეძლო დიდი წარატებისთვის მიეღწია,ეხატა პეიზაჟები,ნატურმორტები,ის ირჩევდა გზას,რომელიც ითვალისწინებდა,რომ დიდი გზა უნდა გაევლო წარმატებამდე,ის თანახმა იყო ამ ყველაფერზე,თანახმა იყო რომ პურის ფული საფოსტო მარკის და ღია ბარათების შექმნით ეშოვა,თუმცა მისი ცხოვრება ისე არ წავიდა როგორც წარმოედგინდა,იგი ვენის ხელოვნების აკადემიაში არ მიიღეს,უფრო მეტიც,მისი ნამუშევრები უინტერესოდ მიიჩნიეს,მათ მხოლოდ არქიტექტურული ნამუშევრები მოეწონათ და შესთავაზეს მას რომ არქიტექტურა გაეგრძელებინა,მან ამის შემდეგ კიდევ სცადა ბედი აკადემიაში,თუმცა უშედეგოდ მას მხოლოდ არქიტექტურას სთავაზობდნენ,თუმცა ადოლფი თვლიდა,რომ არქიტექტურა მისი საქმე ნაკლებად იყო,ვინ იცის,როგორ წარიმართებოდა დიდი დიქტატორის ბედი იგი აკადემიაში რომ მიეღოთ,თუმცა ისტორიის შეცვლა შეუძლებელია,მჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ათეული წლის შემდეგ ვათვალიეროთ ადოლფის ტილოები და გაგვიჩნდეს კითხვა თუ როგორ შეიძლება ამდენი ბოროტების ჩამდენი,ასეთი ნამუშევრების შემქმნელი იყოს. წიგნში, "ჩემი ბრძოლა", ჰიტლერი წერდა, რომ დღეში საშუალოდ სამ ნახატს მაინც ხატავდა. მის შემოქმედებაში მრავალფეროვნება იგრძნობა,ყვავილები,პეიზაჟები... თუმცა მთავარი მაინც შენობებია,მისი შექმნილი ღია ბარათები ტურისტებში პოპულარობით გამოირჩევა. თუმცა,მას ადამიანების ხატვა არ ეხერხებოდა,ან შეიძლება უბრალოდ არც სურდა,შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი,რომ აკადემიაში ვერ ჩაირიცხა. და მთავარსარდლების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობდა ხელოვნებას,ან თავად იყვნენ ხელოვანნი,უმეტესი მათგანი კი ჰიტლერის მსგავსად დაუფასებელნი დარჩნენ. „დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენაზე“ ფიურერი ეპოქალური სიტყვით გამოვიდა: „კუბიზმს, დადაიზმს, ფუტურიზმს, იმპრესიონიზმსა და ამათ მსგავს სხვა არცერთ მიმდინარეობას გერმანულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს… ისინი მხოლოდ ხელოვნურად შემოქმედი ხალხია, რომლებსაც ღმერთმა არ მისცა ხატვის ნამდვილი ნიჭი და მხოლოდ ტყუილით და ლაპარაკით დააჯილდოვა ისინი… მათთვის ჩვენი ერის წარმომადგენლები დეგენერატული კრეტინები არიან, მდელოები მათთან ლურჯია, ცა-მწვანე, ღრუბლები ნაცრისფერ-ყვითელი და ა.შ… ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან ეგრეთ წოდებული „მხატვრები“ გარემოებას მართლა ასე უჩვეულოდ ხედავენ და სჯერათ, რომ ისინი სწორად ასახავენ მსოფლიოს, მაშინ უნდა გაირკვეს, მათი მხედველობის დეფექტები მექანიკური, თუ გენეტიკური დაზიანებაა. პირველ შემთხვევაში ჩვენ მათ ვუზიარებთ, მეორე შემთხვევაში კი ეს მნიშვნელოვანია იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, უნდა მიხედონ ამ საქმეს, რათა თავი აარიდონ ასეთი საშინელი მხედველობის დეფექტების გენეტიკას. შესაძლებელია ისიც, რომ ამ პირებს თავად არ სჯერათ საკუთარი „გრძნობებისა“ და „ხილვების“, მაგრამ ცდილობენ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერი დაცინვით შურაცხყონ. ასეთი ქმედებები კი სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნება… ამიერიდან ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას გავმართავთ მათში კულტურული ელემენტების გასანადგურებლად.“ #art #photo #events #opinion #funny #crypto #business #design #food #sport #news #politics #religion #gaming #goodplaces
+4
Nino Kakulia
Poti, Georgia · 2 months ago
შიკამარუ (პერსონაჟის ანალიზი)
1. 💥 ბავშვობა-შიკამარუს ყველაზე თვალსაჩინო თვისება იყო სიზარმაცე,თუმცა ჩემი აზრით ამ სიზარმაცის მიღმა ბევრი რამე იმალება ა)შიკამარუ იმიტომ იყო ზარმაცი და უმოქმედო,რომ მას დაბრკოლებების ეშინოდა. ბ)შიკამარუ იყო ზარმაცი,იმიტომ,რომ ყველა საქმე რომელსაც მას ავალებდნენ უმნიშვნელოდ მიაჩნდა და ამიტომ ხელს არ კიდებდა უმნიშვნელო საქმეებს. შიკამარუ ბავშვობიდან იყო მორალურად ზრდასრული და შემწყნარებელი,ვინაიდან ის დაუმეგობრდა ნარუტოსა და ჩოჯის,რომლებიც საზოგადოებისგან იყვნენ გარიყული.მისი ქალთმოძულებაც საკმაოდ აშკარა იყო,ის ვერ იტანდა გოგო მოწინააღმდეგეებს,ვინაიდან მათ სუსტებად მიიჩნევდა.მისი ქალთმოძულება შესაძლოა ოჯახური ურთიერთობებით იყო განპირობებული,მას ეშინოდა ქალების დომინირების,როგორც მის ოჯახში იყო.თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა ტემარისთან შეხვედრის შემდეგ,რადგანაც ტემარიმ აჩველა,რომ გოგო შეიძლება მასზე ძლიერიც იყო.ჩემი აზრით ბრძოლაში დანებება არ იყო მხოლოდ ჩაკრის ნაკლებობით განპირობებული,არამედ მან ტემარის მიმართ პატივისცემა გამოხატა.შიკამარუს ასევე სურდა უზრუნველი,ჩვეულებრივი ცხოვრება,მან ასეთი ცხოვრების სტილი მიამსგავსა ღრუბელების არსებობას და მათ ნელ-ნელა მოძრეობას.არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ შიკამარუ,ყველასგან გასაკვირად,პატრიოტი და თავგანწირული ადამიანი იყო,მან გადაწყვიტა შებრძოლებოდა ოტოგაკურელი ნინძების გუნდს,თუმცა იცოდა,რომ ეს შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო,რომ არა ასუმა ის მოკვდებოდა. 2 🔥.პასუხისმგებლობის აღება-უნდა აღინიშნოს,რომ შიკამარუზე დიდი გავლენა მოახდინა სასკეს დაბრუნების მისიის შედეგებმა,ის შეაშფოთა მეგობრების დაზიანებამ და ამაში ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა,მან გააცნობიერა,რომ ლიდერებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.ასუმამ აღნიშნა,რომ მისი განურჩევლობა და სიზარმაცე მხოლოდ ნიღაბი იყო და მის მიღმა იმალებოდა ადამიანი,რომელიც საქმეებს სერიოზულად ეკიდება და ზრუნავს სოფლის მაცხოვრებლებზე. 3. 😎 ასუმას სიკვდილი-სენსეის სიკვდილი,რომ ძალიან განიცადა შიკამარუმ ამას მემგონი ლაპარაკიც არ უნდა,ანიმეში ეს მომენტი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა.ასუმას სიკვდილმა ის მიახვედრა,რომ შემდეგი თაობა იყო ყველაზე ღირებული,სწორედ ამიტომ დაიწყო მან მირაი სარუტობის დაცვა და აღზრდა საკუთარ თავზე.რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს შიკამარუმ და ტემარიმ მაშინვე ნახეს საერთო და მათი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო მეგობრობით და ორმხრივი პატივისცემით(რაც იშვიათი ნარუტოში,რადგან ნარუტოს წყვილებიდან თითქმის ყველას ურთიერთობა იწყებოდა ცალმხრივი სიყვარულით და არ ჰქონდა ისეთი ლოგიკური დასაწყისი და ბოლო,როგორც ტემარის და შიკამარუს წყვილს.)#naruto #anime # shikamaru #opinion #photo #news
Mariam Macharashvili
Tbilisi, Georgia · 6 months ago
#ქალაქის_გული #photo
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დაწყევლილი ნახატები
შეიძლება თუ არა ბნელი და იდუმალი ძალების არსებობა მხატვრების ნამუშევრებში? „ჩემს ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი,მზე ჩადიოდა,უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა,ლურჯსა და შავ ფერებში გახვეული ფიორი და ქალაქი სისხლის ალში გახვეულიყო,და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი“ -ედუარდ მუნკი 1892 წელი მუნკის ნახატებში იგრძნობოდა გარკვეული განცდა სიკვდილის მოახლოების,ეს არის არაჩვეულებრივი მღელვარება - ექსპრესიულობა,რაც მუნკის ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. საინტერესოა ლეგენდები და იდუმალი მოვლენები რომლებიც ნახატს უკავშირდება,მისი ფასი 70 მილიონ დოლარს შეადგენდა და ის ბევრი კოლექციონერის ოცნება იყო,თუმცა ამასთან ერთად არსებობდა ერთი გარემოება,ამბობდნენ რომ ეს ნახატი შურისმაძიებელი იყო. მაგალითად მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი,რომელსაც სურათი შემთხვევით დაუვარდა,რის შემდეგაც თავის ტკივილით იქამდე იტანჯებოდა,ვიდრე სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულა. ცოტახნის შემდეგ ისევ იგივე შემთხვევა მოხდა, მუზეუმის თანამშრომელს სურათი შემთხვევით დაუვარდა და რამდენიმე დღეში საშინელი ავარიის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა. მუზეუმის დამთვალიერებელი,რომელიც ნახატს ხელით შეეხო ძალიან მალე ხანძარში დაიღუპა. კივილის ამგვარ ზემოქმედებას მისტიკის მოყვარულები მხატვრის მძიმე და სტრესებით სავსე ცხოვრებას უკავშირებენ. მუნკი ხუთი წლის იყო როდესაც დედა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა,და მოულოცნელად დაეღუპა როდესაც ის თოთხმეტი წლის იყო,მას მალევე ძმა და კიდევ ერთი შიზოფრენიით დაავადებული და გარდაეცვალა,თვად მხატვარი კი დეპრესიით იტანჯებოდა. კიდევ ერთი იდუმალებით მოცული ნამუშევარი ესპანელ მხატვარ ჯოვანი ბრაგონის ეკუთვნის,მას სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და ამისათვის მან საკუთარი შვილი დაიხმარა. მხატვარს რეალისტური სურათის შექმნა სურდა,ბიჭს კი ძალით ტირილი არ შეეძლო, მხატვარმა იცოდა,რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,ამიტომ ჯოვანი ბავშვს საესთან ახლოს ცეცხლს უნთებდა,მანამ სანამ ბავშვს ტირილამდე არ მიიყვანდა,მხატვრისთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები,ეს ყველაფერი ტილოს დასრულებამდე გაგრძელდა,ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითბინა და იყვირა - „თავადაც დამწვარხარ“. ორი კვირის შემდეგ ბიჭუნა პნევმონიით გარდაიცვალა,მამა კი საკუთარ სახლში გაჩენილი ცეცხლის დროს დაიღუპა... ნახატი გადარჩა... ეს ამ სურათის ირგვლივ მომხდარი მისტიური მოვლენების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა... ინგლისში,1985 წელს ნახატის ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებდა,თითქმის აღარავის სჯეროდა დამთხვევების,ინგლისში,ყველა სახლში სადაც „მტირალა ბიჭუნა“ ს რეპროდუქციები ჰქონდათ,ყველა სახლში ხანძარი ჩნდებოდა... იყო მსხვერპლიც... ზოგიერთი იხსენებდა რომ მათი საკუთრებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნახატი გადარჩა,რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭი,ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ,რომ არა ის ფაქტი რომ ნახატის ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა,ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა,მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა,ორიგინალი კი დღემდე დაკარგულად ითვლება... ბილ სტოუნჰემის ნახატი „ხელები მას ეწინააღმდეგება“ ასევე დაწყევლილ ნახატად ითვლება,სურეალისტი მხატვარი 1941 წელს ბოსტონში დაიბადა,ის ჩვეულებრივი მხატვარი იქნებოდა,რომ არა მისი ერთი ნახატი,მხატვარმა ის 1972 წელსდახატა ძველი ფოტოს მიხედვით დახატა,რომელზეც თითონ თავის პატარა დასთან ერთად მშობლიურ სახლთან დგას,იგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და დაუცველობის შეგრძნებაც ყოველთვის თან ახლდა,ნახატზე ბიჭი გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინენ მინის კართან,რომელსაც შიგნით პატარა ბავშვის ნათითურები ეტყობა,სურათს უამრავი შემზარავი ისტორია უკავშირდება,პირველად ნახატი „ლოს ანჯელეს თაიმსის“ დირექტორმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა,რომელიც მალე დაიღუპა,ამის შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ,რომელიც ცოტახანში ასევე დაიღუპა,სწორედ აქედან იწყება მითები... დიდი ხნის განმავლობაში ნახატი დაკარგულად ითვლებოდა,მაგრამ შემდეგ ის ნაგავსაყრელზე იპოვეს,ოჯახმა რომელმაც ის იპოვა ნახატი სახლში მიიიტანა და შვილის ოთახში დაკიდა,პირველივე ღამეს გოგონა ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა,რომ ნახატზე ბავშვები ჩხუბობდნენ და ადგილმდებარეობას იცვლიდნენ,ოთახში კამერა დააყენეს რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა,იგი ღამე რამდენიმეჯერ ამოქმედდა... ფაქტია რომ ნახატები გარკვეულ ენერგეტიკას ატარებენ და ადამიანის ფსიქიკაზეც ზემოქმედებენ,შეგიძლიათ დაიჯეროთ ზემოთ მოცემული ფაქტები,შეგიძლიათ არა,მაგრამ როგორც იტყვიან „ერთხელ შემთხვევაა,ორჯერ დამთხვევა,ხოლო მესამეჯერ უკვე კანონზომიერება“ #art #events #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #opinion #news #politics #goodplaces #gaming
Gvantsa Kikvadze
Tbilisi, Georgia · 1 month ago
"იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც თვით ბელადმაც კი არ იცის"
"ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა და ხედავდა , რომ ცა იგი იყო" ☄️🧡 ფოტოების ავტორი: მარიამ გიგუაშვილი 💗 #art #photo #goodplaces
+4
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
10 ფაქტი ლეონარდო და ვინჩის შესახებ
1) ლეონარდო და ვინჩი იყო პირველი, ვინც ახსნა რატომ არის ცა ლურჯი. 2) ლეონარდო და ვინჩს შეეძლო ერთი ხელით დაეწერა და ამავდროულად მეორე ხელით დაეხატა. 3) კონტაქტური ლინზები პირველად გამოიგონა ლეონარდო და ვინჩიმ 1508 წელს. 4) ბილ გეიტსმა შეიძინა ლეონარდო და ვინჩის “ლისტერის კოდექსი'' 1994 წელს 30 მილიონ აშშ დოლარად, რომლის რამდენიმე გვერდი გამოყენებულ იქნა Windows 95-ის ეკრანმზოგად . 5) ლეონარდო დიკაპრიოს დედამ ეს სახელი იმიტომ დაარქვა, რომ როდესაც მშობიარობა დაეწყო იგი ლეონარდო და ვინჩის პორტრეტის წინ იდგა. 6) ლეონარდო და ვინჩის მიერ ჩატარებულმა მდინარის ეროზიის კვლევებმა დაარწმუნა იგი, რომ დედამიწა გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ბიბლია გულისხმობს. 7) მეცნიერების გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ მონა ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და 2% სიბრაზე. 8) ნაპოლეონი, მიქელანჯელო, აინშტაინი, ნიუტონი, ბილ გეიტსი, ოპრა, ობამა, ჯიმი ჰენდრიქსი და მათ შორის ლეონარდო და ვინჩიც იყო ცაცია. 9) ლეონარდო და ვინჩი ყიდულობდა გალიაში დამწყვდეულ ფრინველებს, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ გაეთავისუფლებინა ისინი. 10) ლეონარდო და ვინჩის ბოლო სიტყვები იყო: “მე შევარცხვინე ღმერთი და ხალხი, რადგან ჩემმა გამოგონებებმა ვერ მიაღწიეს დონეს, საითკენაც მე ვისწრაფოდი”. #art #art #photo #sport #funny #crypto #business #design #events #opinion #news #politics #goodplaces #religion #food #gaming
Mariam Chabrava
Senaki, Georgia · 1 month ago
,,ვინც შიშში ცხოვრობს, ის შიშისგან კვდება ,,
ლეონარდო და ვინჩი- შეუდარებელი მხატვრის სიტყვები, ცოტა რამ მის შესახებ: • ლეონარდომ პირველმა ახსნა, თუ რატო არის ცა ცისფერი. წიგნში, ფერწერაზე " ის წერდა: " ცა ჰაერის დამსახურებით ხდება ცისფერი. ჰაერი, რომელიც ცასა და დედამიწას შორისაა, განთავსებულია ჩვენს მაღლა არსებულ შავბნელ ატმოსფეროში. " • ლეონარდო და ვინჩის ორივე ხელით შეეძლო ხატვა, ამბობენ, რომ მას შეეძლო ერთდროულად ორივე ხელით სხვადასხვა ტექსტი დაეწერა. • და ვინჩიმ თავისი ნახატების უმეტესობა მარცხენა ხელით შექმნა მარცხნიდან მარჯვნივ მიმართული მოძრაობებით. • მხატვარი ვეგეტარიანელი იყო და არასდროს სვამდა ძროხის რძეს, რადგან ეს ქურდობად მიაჩნდა. #news #opinion #paintings #artwork #painter #photo #art #goodvibes #leonardodavinci #masterpice #life #lifestyle #beauty #artbeauty Tbilisi
Mariam Chabrava
Senaki, Georgia · 2 months ago
Good films
ბერლინის ცა/ Wings of Desire (1987) კონსტანტინი/ Costantine (2005) შავი გედი/ Black Swan (2010) ლუციფერი/ Lucifer (2015-) სამეფო კარის თამაშები/ Game Of Thrones (2011-2019) მხევლის წიგნი/ The Handmaid's Tale (2017-). #news #opinion #films #goodfilms #photo #art Tbilisi