ქვეყანაში საქართველოს კიდევ 89 მოქალაქე დაბრუნდა

Tbilisi Daily

პრაღა-ბათუმის ავიარეისით ქვეყანაში საქართველოს 89 მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი გადაყვანილ იქნენ სასტუმრო “ეიფორიაში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში. უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 14 დღიანი კარანტინის დროს 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5018 ადამიანია განთავსებული. #პრაღა #კარანტინი #კორონავირუსი #ჯორჯიანეარვეისი #tbilisidaily