ჟურნალმა Forbes წლის 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სია გამოაქვეყნა. მოწინავე პოზიციებზე IT-კომპანიები აღმოჩნდნენ.
გამოცემაში აღნიშნავენ, რომ პირველ 4 პოზიციაზე მოხვედრილმა კორპორაციებმა ბრენდის ღირებულების ზრდის ტემპი შეინარჩუნეს ან გაზარდეს. წლის განმავლობაში მხოლოდ Facebook-ი „გაიაფდა“, რომელმაც ღირებულების 21% დაკარგა.
პირველ ათეულში შევიდნენ:
Apple — $241, 2 მილიარდი (+17%);
Google — $207, 5 მილიარდი (+24%);
Microsoft — $162, 9 მილიარდი (+30%);
Amazon — $135, 4 მილიარდი (+40%);
Facebook — $70, 3 მილიარდი (-21%);
Coca-Cola — $64, 4 მილიარდი (+9%);
Disney — $61, 3 მილიარდი (+18%);
Samsung — $50, 4 მილიარდი (-5%);
Louis Vuitton — $47, 2 მილიარდი (+20%);
McDonald's — $46, 1 მილიარდი (+5%)
რეიტინგი შარშანდელი საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით შედგა. Forbes-ში აღნიშნავენ, რომ მომავალ წელს, პანდემიის გათვალისწინებით, რეიტინგი შესაძლოა შესამჩნევლად შეიცვალოს.
#ბიზნესი #რეიტინგები #Forbes #Tbilisidaily