მარტვილის კანიონი - რა დაგიჯდებათ ამ ადგილზე 1 დღე-ღამის გატარება?

0
სად მდებარეობს ? მარტვილის კანიონი - ბუნების ძეგლი სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული. რას ვნახავ ? ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდინარე აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით. სანაოსნო მარშრუტით სარგებლობისათვის ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს. რა დამიჯდება ამ ადგილზე ერთი დღე-ღამის გატარება ? იმ შემთხვევაში თუ მიკრო ავტობუსით წახვალთ მგზავრობის საფასური იქნება 15 ლარი, ხოლო თუ გადაწყვეტთ დარჩენას შეგიძლიათ იქირაოთ კარავი 1 დღე-ღამით მისი ღირებულება კი 10 ლარია. კვების ხარჯები შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ. საბოლოოდ მარტვილის კანიონის მონახულება შეგიძლიათ 40 ლარად კვების ხარჯების გარეშე. გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას სტატია მომზადებულია სპეციალურად FEEDC-სთვის !
0