1 votes
0 comments
0 shares
Save
5 views
Mari Marikop
Tbilisi · 1 year ago

გამარჯობა


Mari Marikop
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
კონემიკა საინფორმაციო
Tbilisi · 3 months ago
"მენტალური დაავადება მჭირს, ნება მომეცით, მოვკვდე"
2016 წელს კანადამ მიიღო კანონპროექტი სახელწოდებით C-14, რომელმაც ლეგალური გახადა სამედიცინო დახმარებით თვითმკვლელობა განუკურნებელი ან ისეთი ადამიანებისთვის, რომელთა სიკვდილიც მოსალოდნელია. კანონპროექტი გამორიცხავდა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებს. ფოტოზე ხედავთ ადამ მეიერ-კლეიტონს, რომელიც იბრძოდა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო თვითმკვლელობის უფლების მოპოვებისთვის. BBC-სთან ინტერვიუში ადამის მშობლები იხსენებენ: ‘’ბედნიერი ბავშვი იყო, ენერგიის ბურთი. ყოველ პარასკევ საღამოს ‘’ბოსტონის პიცაში’’ მიგვყავდა, სულ აქეთ-იქით სირბილი და ხალხთან ლაპარაკი უნდოდა, ძალიან კომუნიკაბელური იყო, ხელებს გადაიჯვარედინებდა ხოლმე, უცნობთან მივიდოდა და ეტყოდა, ‘’გამარჯობა, მე ადამი ვარ!’’ ადამი ებრძოდა შფოთვით აშლილობას, ხასიათის ცვალებადობას და OCD-ს(ობსესიურ-კომპულსური აშლილობა) ბავშვობიდან. ადამის მამა: ‘’ფეხბურთზე შევიყვანეთ, საიდანაც გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი, ისეთი რაღაცების კეთების სურვილი უჩნდებოდა, რაც თამაშში ხელს უშლიდა. მაგალითად, თითების წვალების, ამიტომ თამაშის დაწყებამდე წებოვან ქაღალდს გადაირკავდა ხოლმე, რომ ეს ვეღარ შესძლებოდა.’’ 23 წლის ასაკში ადამს დაეწყო მწვავე ტკივილები, რომელთა ახსნასაც ექიმები ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ, სომატური სიმპტომის აშლილობის დიაგნოზი გამოუტანეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტვინს შეუძლია სხეულისათვის მწვავე ფიზიკური ტკივილის მიყენება. ადამი დაავადების შესახებ თავის ‘’იუთუბ’’ არხზე საუბრობდა: ‘’ტვინი ტკივილს ჰქმნის ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რადგან ტკივილი ტვინიდან მოდის, ამიტომ ეს მენტალური დაღვევაა, მაგრამ არა ტიპური მენტალური დარღვევა, როგორიცაა, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი, შიზოფრენია და სხვა. დავუშვათ, ახლა თუ სრულ სიჩუმეში ვზივარ და გონება-გათიშული ვარ, ჩემი ტკივილის დონე მინიმუმი იქნება, ალბათ, ყველაზე მინიმუმი, რასაც მთელი დღის მანძილზე განვიცდი. თუ წიგნს ავიღებ და კითხვას დავიწყებ, ტკივილი ჩემს თავში იმდენად დიდი იქნება, რომ პირველ რიგში, კითხვის შეწყვეტა და შემდეგ სადმე წასვლა და ბევრჯერ ღრმად ჩასუნთქვა მომიწევს.’’ ადამის მამა: ‘’თითქოს, მთელი ჩემი ტანი შიგნიდან მჟავით იწვის’’, ამბობდა ხოლმე, ‘’ჩემი თვალების მიღმაა, ჩემს შუბლში, თავში, კისერში, მკერდში, ზურგში..გაუსაძლისი ტკივილია. თითქოს, ცოცხლად ვიწვი.’’ ‘’ადამს არ სჯეროდა, რომ გამოკეთდებოდა. ‘’ფეისბუქზე’’ მკურნალობის ყველა ის მეთოდი და მედიკამენტი ჰქონდა ჩამოწერილი, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდა, რომელთაც შედეგი არ გამოუღიათ’’, ამბობს ადამის მეგობარი. ‘’მეგობრის დაკარგვა, რა თქმა უნდა, არავის უნდა. მაგრამ იმ ტკივილის ყურება, რასაც ის განიცდიდა, იმის თქმა, რომ ასე არ უნდა გააკეთოს, ჩემი მხრიდან ეგოისტური იქნებოდა." ადამის მამა: ‘’იცოდა, რომ განკურნების გზა არ არსებობს, რომ თანამდროვე მეცნიერებას, თანამედროვე მედიცინას ჯერ აქამდე არ მიუღწევია. ხომ იცით, როცა ადამიანი უაღრესად ინტელექტუალია, დიდი ამბიციებით და უკვე მიღწეული წარმატებით, უკან იმავეს მიღებას ელოდება და როცა ამას ვერ იღებს, წასასვლელი სადღა აქვს? მივხვდით, რომ ყოველი საუბარი, რომელიც ადამთან გვქონდა, შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო.’’ C-14-ის დაკანონების შემდეგ ადამმა წამოიწყო კამპანია იმისათვის, რომ კანონი მისნაირი დაავადების მქონე ადამიანებზეც გავრცელებულიყო. ‘’C-14 არ მოიცავს ჩემნაირ ადამიანებს, არ მოიცავს ბევრ ძალიან, ძალიან ავადმყოფ ხალხს. კანონმდებლობა, ფაქტობრივად, აიძულებს ადამიანებს თავი მოიკლან სხვა, შეუსაბამო მეთოდით. მარტოებმა, ოჯახისა და მეგობრების გარეშე, რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია.’’ ადამი თავის ვიდეოში : ‘’მესმის, რომ თვითმკვლელობა ცუდია. არ ვამბობ, რომ ცხოვრება არაფრად ვარგა, რომ ყველა ხიდებიდან უნდა გადავხტეთ. ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ მკურნალობას ვემხრობი და კიდეც ვმკურნალობ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცუდ დღეში ვარ.’’ ‘’არაფერი გამოდის, არაფერი გამოდის..ვიცი, რომ ვერ მოვკვდები, თვითმკვლეობაზე ვფიქრობ" და სხვა. ასე გრძელდება ისტორია, ადამიანები იკლავენ თავს, უკვე საუკუნეებია ასე ხდება. სიტუაციაზე დაფიქრდით. თუ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ ვერ იცვლება და მათი ცხოვრება ჯოჯოხეთია, რატომ არ მოიკლავენ თავს? ერთი კარგი მიზეზი მითხარით.’’ ბრძოლა სომატური სიმპტომის აშლილობასთან 4 წელს გაგრძელდა. 2017 წლის 13 აპრილს ადამმა თავი მოიკლა. ადამის დედა: ‘’ჩემი შვილი შუაღამით სახლიდან გაიპარა, მას შემდეგ, რაც მამამისი დასაძინებლად დაწვა. ჩემი შვილი მოკვდა სრულიად მარტო მოტელის ოთახში. მის გვერდით არავინ იყო, არც მეგობრები,არც ოჯახი, არავინ. გრემს და მე იქ ყოფნა არ შეგვეძლო. ბრალი თვითმკვლელობაში მიხმარებაში ან წაქეზებაში დაგვედებოდა.’’ ადამის მამა: ‘’არ მგონია, რომ სხვა გამოსავალი ჰქონდა. თავისი გადაწყვეტილება იყო. არავის უნდოდა მისი სიკვდილი, არც თავად უნდოდა, მაგრამ ასე ტანჯვით ვეღარ გააგრძელებდა ცხოვრებას’’ ტრუდო ლემენსი, სამართლის პროფესორი ამბობს: ‘’არსებობს მენტალური აშლილობის რამდენიმე ფარული მახასიათებელი, რაც დიდ პრობლემას ჰქმნის. პირველ რიგში, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, ვის აქვს გამოკეთების შანსი და ვის არა. ასეთ გამონაკლის შემთხვევებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა ტრაგედია იქნებოდა, რადგან ისეთ საქმეებამდე მიგვიყვანდა, რომელთა შესახებაც ვერაფერს გავიგებთ, რადგან გარდაცვლილი ადამიანები ვერ ლაპარაკობენ. ამიტომ ვერ გვეტყოდნენ, რომ შეიძლება ნაადრევადაც კი მოკლეს. ‘’ ადამის წამოწყებულ კამპანიას ახლა მამამისი აგრძელებს: ‘’ადამს თვითმკვლელობის კი არა, თვითმკვლელობის აღკვეთის სწამდა’’.
მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 1 month ago
აბიტურიენტო, ჩემო მეგობარო!
გამარჯობა, მე ქუთაისის უნივერსიტეტი ვარ. ასაკით თითქმის შენი ტოლი: ჯერ მხოლოდ 29 წლის.( ნუ, ცოტა ,,ხანდაზმულობა“ მოსულა) არც ისეთი ბრძენი, რომ ზედმეტად ,,ზემოდან“ დაგიწყო დარიგება, შეგონება და ჭკუის სწავლება შენგან ჩემამდე მოტანილი ცოდნა სოლიდური დივიდენდია შენი შემდგომი განვითარებისა და რეალიზაციისათვის. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთი უნდა შევავსოთ- ერთად გავიზარდოთ, ვისწავლოთ, ვიაზროვნოთ - ყოველ დღე ახლებურად და უკეთესად... რა თქმა უნდა გავერთოთ კიდეც - მეც ძალიან მიყვარს მხიარული თავგადასავლები! შენ მოსწავლეობიდან და სკოლიდან ნელ-ნელა გადმოხვალ სტუდენტობასა და უნივერსიტეტში - მე კი ზოგჯერ ბავშვობას დაგესესხები ბეჯითი და გამორჩეული დახმარებისათვის, კონპენსაციის (სტიპენდიის) სახით გზადაგზა აგინაზღაურებ გაწეულ შრომას. დასაწყისიდანვე შენზე მორგებულ, კომფორტულ და თავისუფალ გარემოში ნელ-ნელა, თანდათანობით, ძალდატანების გარეშე, ხალისით შეისწავლი შენს მიერ არჩეულ პროგრამებს, შეიძენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ოღონდ ერთი პირობით, აქაც ერთმანეთი შევავსოთ - მე ზოგჯერ სიცელქეს დაგესესხები ჩემი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების განაწილებისას და ორივეს მაგრად გაგვისწორდება! შენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგახარ - არჩევანიც დიდია: ყველა რაღაცით გაწონებს თავს( ობიექტურად თუ სუბიექტურად) რეკლამები,(ათასგვარი!) პროექტები(საკმაოდ სოლიდური!) გრანტები(კარგია!) ფასდაკლებები(ვისთვის როგორ!), სტაჟირება(პერსპექტიული!) პრაქტიკა(სასარგებლო!) დასაქმება(კულმინაცია! და კივევ ბევრი რამ! მაგრამ ეს ყველაფერი ხომ აუცილებელი და დოგმატური მახასიათებლებია ( ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს!) ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის?! თანაც ეს ყველაფერი ხომ მეც მაქვს?! მაგრამ ცოტა არ იყოს მეუხერხულება, თავი მოგაწონო იმით, რაც ისედაც უნდა იყოს....რაც თეორემის მხოლოდ აუცილებელი პირობააა?! და ფაქტიურად აქსიომაა უკვე! მაგრამ საკმარისია კი ? ..... მე პატარა ვარ და ესეც კი მეამაყება! კომპაქტური. შეკრული. მობილიზებული და მიზანსწრაფული - მეგობრული, კრეატიული და იმედიანი გუნდით. მე შენ გიწვევ, გეპატიჟები, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ კიდევ უფრო მაგარი ვიქნები, ვიდრე დღეს ვარ! და თუ შენ ჩემი გჯერა, მენდობი, მოდიხარ! ხდები ჩემიანი არა როგორც რიგითი, არა როგორც მეათასე თუ ათასმეხუთასე სტუდენტი, არამედ როგორც ინდივიდი! შენ ხარ პერსონა! პერსონა, რომელსაც აქვს პროფესიონალად ჩამოყალიბების, თავისუფალი აზროვნებისა და განვითარების სურვილი და უფლება! ჩემი დამოკიდებულება შენდამი ისეთია, თითქოს მე მხოლოდ შენთვის ვარსებობ! შენ ხარ ჩემი მეგობარი, ახლობელი, კოლეგა - შენი ინდივიდუალიზმით, რომელმაც უნდა შექმნა არა მარტო პირადი, არამედ ჩემი ისტორია, ჩემი წარმატება, ჩემი ხვალინდელი დღე! ალბათ ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ ჩემთვის და როგორ მჭირდები!..... გამარჯობა, მე ქუთაისის უნივერსიტეტი ვარ და მე არა - ფერი ვარ უშენოდ!#ქუთაისი#ქუთაისისუნივერსიტეტი#unik
Elene Diasamidze
Tbilisi · 2 months ago
Hello feedc
გამარჯობა ფიდსელებო❤️კეთილი იყოს ჩემი გაწევრიანება თქვენს დიდ ოჯახში❤️❤️ რას აკეთებს კარანტინში? ჩემი ჰობი უამრავი წიგნის კითხვა და დროის საინტერედსოდ გატარებაა❤️
Lana Meladze
Tbilisi · 10 months ago
გამარჯობა! :)) საინტერესო და განსხვავებული სოციალური ქსელია. ვფიქრობ, ძალიან წარმატებულიც იქნება ☺️ Marketer-ს მადლობა ამ სიახლის გაზიარებისთვის ❤️ დამფუძნებლებს წარმატებას ვუსურვებ!
მიშო ქირია
Tbilisi · 3 months ago
გაერთე კარანტინში
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი დრო გვრჩება უბრალოდ არაფრის საკეთებლად, სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ სახალისო ვიდეო, შეგიძლოათ გამოცნოთ ცნობილი ობიექტები მხოლოდ პატარა დეტალით ? ვიდეოს ლინკი: #news #opinion #events #art #funny #gaming #video #youtube #საინტერესოფაქტები #განათლება #გამარჯობა
ვატო საყვარელიძე
Tbilisi · 1 year ago
👋🏼 გამარჯობა გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, ამჯერად BTU-ს სტუდენტებთან👨🏻‍🎓👩🏻‍🎓 მინდა ავღნიშნო, რომ BTU განსხვავდება სტარტაპების ხარისხით და როგორც ჩანს განათლების ხარისხიც მაღალი აქვთ, რაც არ შეიძლება არ მახარებდეს👏🏼😊 მომხსენებლებმა წარადგინეს 20 პროექტი, რომლებიდანაც 4 სტარტაპი გამოაცხადდა გამარჯვებულად SPARK-ის მიერ, რომლებსაც მიეცემათ ყველა საჭირო რესურსი, რაც საჭიროა სტარტაპის რეალურ საქმედ გადაქცევისთვის. ასევე 4 სტარტაპ იდეას გამოვეხმაურეთ მე და სხვა Angel investor-ები და რა თქმა უნდა ასევე გაივლიან SPARK-თან ერთად, იდეის ბიზნეს გეგმამდე მისვლის პროცედურებს, რის შემდეგაც დაიწყება დაფინანსება☝🏼🙌🏼 P.S. წინა პოსტებში განთავსებულ ინფორმაციას მინდა დავამატო ერთი განცხადება! ველოდები ნებისმიერ ბიზნეს იდეას და ასევე თუ ვინმეს, სჭირდება თავის კვალიფიკაციის ამაღლება, ან თვლის, რომ სათანადოდ ვერ იყენებს თავის კომპეტენციას და გამოცდილებას, შევეცდები დავეხმარო ჩემი რესურსებიდან და კონტაქტებიდან გამომდინარე🤝 P.S.S. თუ ვინმეს აქვს საშუალება ასევე დაკავდეს სტარტაპების დახმარებით და მხარდაჭერით, სიამოვნებით ვითანამშრომლებ და გავუზიარებ ყველა ინფორმაციას✊🏼 მჯერავს, რომ რაც მეტ ახალგაზრდას მიეცემა საქმის კეთების საშუალება, მით უკეთეს მომავალს მივიღებთ, რისი ნათელი მაგალითიც არის @Feedc-ც და სხვა ბევრი საინტერესო პროექტი, რომლებიც ახალგაზრდების დაწყებულია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ✌🏼👌🏼
Saba Pruidze
Tbilisi · 1 year ago
გამარჯობა მე საბა ვარ დამწყები ფოტოგრაფი(თუ შეიძლება ჩემს გატაცებას ნამდვილი ფოტოგრაფია დაერქვას) ვეცდები გავაზიარო ჩემი გადაღებული ფოტოები ყოველ დღე იმედია მოგეწონებათ❤️
გიორგი კაპანაძე
Tbilisi · 1 year ago
გამარჯობა