5 votes
comments
1 shares
Save
„ელენემ დამიძახა – მარტო ვარ და ამოდიო. შემდეგ მითხრა, შენი ქმარი მიყვარსო. "
10612 reads
Kutaisi Daily
Kutaisi · 4 days ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში 30 წლის ელენე ჩეჩელაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი მეზობელმა ქალმა, 45 წლის ბიკე კასიმოვამ მოკლა.

„ვიყავი ეზოში. ელენემ დამიძახა – მარტო ვარ და ამოდიო. შემდეგ მითხრა, შენი ქმარი მიყვარსო. გავნერვიულდი და ოთახში არსებული დანა რამდენჯერმე მოვუქნიე“, – წერს საკუთარ ჩვენებაში ბრალდებული.

მისი ნაამბობის არ სჯერათ ელენე ჩეჩელაშვილის ახლობლებს. მათი თქმით, ელენეს შეყვარებული ჰყავდა და რამდენიმე დღეში დაოჯახებას აპირებდა.

რაც შეეხება ახალ გარემოებას, გარდაცვლილის დედის თქმით, ბრალდებულ ბიკე კასიმოვას და მის მეუღლეს გვამის დანაწევრება ჰქონდათ დაგეგმილი.

„დანა ორჯერ აქვს ჩარტყმული უკან, ბეჭთან. მერე ალბათ შემობრუნდა და წინ სულ დაჩეხილია. ხელები სულ დასერილი აქვს. იმ დროს ის ქალი შეიძლება მარტო იყო, მერე მივიდა გაგა გვანცელაძე, მისი ქმარი. ჩავიდნენ, ხელები დაიბანეს, სისხლი მოიშორეს.

15-10 წუთის შემდეგ მომზადებული ჰქონდათ ცელოფნები, რომ გვამი დაენაწევრებინათ და გამოეტანათ.

ჩემი ხელებით დავბანე, ჩემი შვილი სასტიკი მეთოდით არის მოკლული. ვბანდი ცხედარს და თან ვეფერებოდი, თან ჭრილობებს ვითვლიდი. სხეულის სხვადასხვა ნაწილში ყველგან დანა ჰქონდა ჩარტყმული. ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი“, – ყვება ელენე ჩეჩელაშვილის დედა, ქალბატონი თამილა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

________________

თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.

Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.

აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com

#სიახლე #მკვლელობა #kutaisidaily

წყარო -megatv.ge

#ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 4 days ago
5
Write a comment
1