კორონა რომ არა

0
2019 წლის 28 ივლისს ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ანდრეი რუბლოვი დაამარცხა და ჰამბურგი მიყოლებით მეორედ მოიგო. იმ ტურნირზე, ქართველის ნახევარფინალი უფრო სანახაობრივი გამოდგა, სადაც ნიკამ საშა ზვერევის ჩაწოდებაზე მატჩ პოინტები გადაარჩინა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. რატომ არის ეს 500-იანი ტურნირი ასეთი მნიშვნელოვანი? აქამდე, საქართველოს დროშის ქვეშ, სპორტსმენი არ გვყოლია, ვინც ამ კატეგორიაში ტიტული მოიპოვა. თანაც ეს ნიკამ ჰამბურგში ზედიზედ ორჯერ გააკეთა, იქ სადაც 2015 წელს გამარჯვება რაფა ნადალმა იზეიმა და ყველაზე ტიტულოვანი კი როჯერ ფედერერია. კორონა რომ არა, ბასილაშვილი ჰამბურგში ტიტულს ზედიზედ მესამედ შეუტევდა. სკეპტიკოსს შეიძლება გაეღიმოს, მაგრამ მეორე შემთხვევაშიც ასე არ იყო? ვინმეს წარმოედგინა ტიტულის დასაცავად ჩასული ქართველის ზედიზედ მეორე ტრიუმფი, თან მაშინ, როდესაც ფინალისკენ მიმავალ გზაზე ორი რუსი ჩოგბურთელის დამარცხებას მოახერხებდა? პანდემია რომ არ ყოფილიყო და ნიკას საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა მესამედაც აეწია, გერმანიის ამ უძველეს ქალაქში პირველი იქნებოდა, ვინც ეს ზედიზედ 3-ჯერ მოახერხა. პეკინიც არ დავივიწყოთ და ხუან მარტინ დელ პოტროსთან ფინალში გამარჯვება, თუმცა ეს კიდევ სხვა წერილის თემაა. მომზადებულია leadersport-ის მიხედვით...
0