0 votes
0 comments
0 shares
Save
სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება - ტიკარაძე
142 reads
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 4 days ago

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

ეკატერინე ტიკარაძემ საკითხზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში. იმის მიხედვით, როგორ განვითარდებაეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებსა და სკოლებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 4 days ago
0
Write a comment
0