0
ახალი წლის შესახვედრად ყველა მონდომებით ემზადება. ფიქრობენ რომ როგორც ახალი წლის პირველ დღეს გაატარებ, მთელი წელი ის დაგებედება და ისე წარიმართება შენი ცხოვრება. რთავენ ნაძვის ხეს, ანათებენ ქუჩებს, რომ მომავალი წელიც ისეთი ნათელი და ხალისიანი იყოს. მე ვფიქრობ, ეს მოსაზრება მცდარია, რომ ერთი დღის შეხვედრით განისაზღვრება შენი ცხოვრება. მოდი, ვიფიქროთ რომ ყოველ დღე ახალი წელია, გავიმრავალფეროვნოთ ჩვენი სიცოცხლე ჩვენივე ქმედებებით, დავასრულოთ უაზრო ურთიერთობები, წავიკითხოთ ბევრი წიგნი, ფურცელზე ჩამოვწეროთ ჩვენი მთელი წლის მიზნები და ახალი წლიდან შევუდგეთ მათ განხორციელებას. ამ შემთხვევაში , მომავალი წელი ჩვენთვის უფრო წარმატებული და ბედნიერი იქნება.?
#opinion
0