5 პრინციპი, რომლის დაცვა კორონავირუსის შეჩერებას ხელს შეუწყობს

0
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ხუთი პრინციპის დაცვა ხელს შეუწყობს შტატებში კორონავირუსის ტალღების შეჩერებას. ენტონი ფაუჩის თქმით, ეს ხუთი პრინციპი შემდეგი პუნქტებისგან შედგება: პირბადის საყოველთაო ტარება, ხალხმრავალი ადგილების თავიდან აცილება, ფიზიკური დისტანცირება, ხელის ჰიგიენა და სადაც ეს შესაძლებელია, ბარებში მისვლის თავიდან აცილება ან მათი დახურვა. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ამ ხუთი პრინციპის მკაცრი შესრულება არ მოხდება, ის შტატები, სადაც ვირუსის ახალი ტალღები არ გაჩენილა, პრობლემების წინაშე დადგებიან. ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 4 426 982 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 150 713 ადამიანი გარდაიცვალა.
0