სააკაშვილის განცხადებები უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაიანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ, 14 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, კომენტარი გააკეთა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის იმ გამონათქვამებზე, რომლის გამოც უკრაინის ელჩს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ ხოლმე.
ბრიფინგზე კულებამ განაცხდა, რომ სააკაშვილის გარშემო ვითარება სამწუხაროა, ვინაიდან უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს პოზიციის გახმოვანების უფლებამოსილება, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქარველოში არჩევნების წინ არსებულ სიტუაციაზე,
„მისი ყოველი განცხადება იმით მთავრდება, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროში იწვევენ და გამოხატავენ უკმაყოფილებას ბატონი საააკაშვილის განცხადებების გამო. დისბალანსი იმაში მდგომარობს, რომ კერძო პირი საუბრობს და ამის გამო ბოდიშებს სახელმწიფო იხდის“ - განაცხდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი სიტყვებით უკრაინა საქართველოსთან მეგობრობას აფასებს,
„საგარეოა საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა: ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოს შესახებ თავის კომენტარებში არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას“,- ამბობს დმიტრი კულება.
მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისის ვიდეომიმართვაში გამოთქმული მიუღებელი განცხადებების გამო, 10 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა.
10 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრაც გაიმართა.
ელჩის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.
უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის თემაზე მეორედ დაიბარეს. მანამდე კი უკრაინის რეფორმების საბჭოში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 9 ივლისის ვიდეომიმართვაში ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია და არ ცნობს კანონიერებას იმ სიტუაციისა, რომელიც საქართველოშია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30725622.html
#ახალი_ამბები
#twitter