კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბათუმში

0
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ინფიცირებულია მძღოლი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. ამ დროისთვის ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 15 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ კლინიკამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. ქვეყნის მასშტაბით დღეს 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 პირი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კორონავირუსი
#batumidaily
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0