,,ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ისევ კომაშია"

0
გორში, 18 წლის ე.თ.-ს ცემის ბრალდებით დაკავებული თ.კ-ს სასამართლო პროცესი 31 ივლისს იყო დანიშნული, თუმცა დაზარალებულის ინტერესების დამცველი, თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ პროცესი თვენახევრის შემდეგ გაიმართება. "სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, აქედან გამომდინარე, სასამართლო პროცესი 31 ივლისის ნაცვლად 15 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება ე.თ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის არ შეცვლილა. ისევ კომაშია, თუმცა რეანიმაციიდან სარეაბილიტაციო ცენტრშია გადაყვანილი", - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა. ინფორმაციისთვის, 18 წლის ე.თ.-ს ცემის ბრალდებით, დაკავებულია გორელი ცნობილი ბიზნესმენის შვილი 22 წლის თ.კ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კრიმინალი
#goridaily
წყარო - radiomosaic.ge
#ახალიამბები
0