ორი კვირა სტიქიიდან - მერია დაზარალებულებს ჯერ არ დახმარებია

0
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მარნეულში იაღლუჯიდან მოვარდნილმა უხვმა ნალექმა ვაჟა ფაშაველასა და აღმაშენებლის ქუჩებზე ათობით ოჯახი დააზარალა. ამ დრომე არაა ჩვენთვის ცნობილი კონკრეტული ინფორმაცია თუ რა ფორმით დაეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობა დაზარალებულ მოსახლეობას. „რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ და დავეხმარებით. კი, ბატონო, ჩამოვყალიბდით დავეხმარებით სულ ახლო მომავალში. უკვე მიმდინარეობს მუშაობა, მას თავისი პროცედურა გააჩნია, იმიტომ, რომ ეს არის  საბიუჯეტო სახსრები და შესაბამისად, თავისი პროცედურა აქვს როგორ უნდა გაიწეროს და რა უნდა მოხდეს „ - თქვა ზაურ ტაბატაძემ. მარნეულში ვაჟა ფაშაველასა და აღმაშენებლის ქუჩები 16 ივლისს დაიტბორა. სტიქია იაღლუჯიდან წამოსულმა ნიაღვარმა გამოიწვია. წყალი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სტიქიური მოვლენის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართული, განადგურდა საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მოსახლეობის ნაწილს დაეხოცა შინაური ფრინველი. ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მოთხოვნით არაერთხელ იყო მისული მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ზაურ ტაბატაძე განმარტავს 16 ივლისს შეიქმნა მუნიციპალიტეტში ზარალის დამთველი კომისია, სწორედ მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მარნეულში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხზე. ადგილობრივმა თვითმმართველობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად  პირველ ეტაპზე დატბორილ ტერიტორიებზე გაწმენდითი სამუშაობი ჩაატარა.
#მარნეულისმერია
#სტიქია
#MarneuliDaily
წყარო ; რადიო მარნეული
#ახალიამბები
0