რა დაემართა ლა მასიას ?

0
მესი, ჩავი, ინიესტა .. ბარსელონა ცნობილია, როგორც კლუბი, რომელიც ფენომენალურად ძლიერ ტალანტებს ზრდის, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა.

რა დაემართა ლა მასიას?

1988 წლისთვის კატალონიის ბარსელონა დიდ კრიზისში იყო ჩაძირული, რც ვალებმა, ცუდმა შედეგებმა და თამაშზე დასწრების დაბალმა მაჩვენებლებმა განაპირობეს. განვლილი 14 წლის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ ერთი ტიტული მოიგო. კატალონიის ბარსელონას იმ დროინდელმა რეზიდენტმა, ჯოზეფ ნუნიესმა მოიხმო პიროვნება, რომელსაც მისი დახმარება შეეძლო, ეს ადამიანი გახლდათ ჰოლანდიელი ლეგენდა - იოჰან კრუიფი. ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში მათ რიგებში თვალწარმტაც ფეხბურთს თამაშობდა. მას შემდეგ, რაც კრუიფი კატალონიის ბარსელონას ჩაუდგა სათავეში, მოიშორა გუნდის ნახევარი და ფაქტობრივად თავიდან დაიწყო გუნდის შენება.

აღზევება

სწორედ კრუიფიდან იწყება ბარსელონაში ახალი ერა, მან ლეგენდალური ჰოლანდიელი მწვრთნელის, ბრინუს მიქელსი ადაპტირებული ტაქტიკა 3-4-3 გამოიყენა. კრუიფს სურდა მაღალი დონის ფეხბურთის თამაში, სადაც ბურთის ფლობას უდიდესი როლი მიენიჭებოდა. მისი აზრით, ყველა ფეხბურთელი თამაშში მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო ჩართული, რაც იმ დროინდელი ფეხბურთისათვის ნამდვილი სიგიჟე იყო.
ტოტალური ფეხბურთის იდეას მნიშვნელოვანი წინაპირობა უძღვოდა წინ, ბარსელონას სწორედ ამ სტილით უნდა ეწარმოებინა ფეხბურთელები. ამ დროს, იოჰან კრუიფმა დაიწყო ლა მასის გარდაქმნა და მსოფლიოში საუკეთესო აკადემიად იქცა. მისი იდეა მდგომარეობა იმაში, რომ აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ნაკრებს და ბ გუნდს უნდა ეთამაშა ერთი სტილის ფეხბურთი. ამ ტაქტიკით დაიწყო ბარსელონას "დნმ" - ის ჩამოყალიბება, პირველი ფეხბურთელი, ვინც შესძლო ყოფილიყო ლა მასიას პროდუქტი გახლდათ ხოსეპ გუარდიოლა. იგი იდეალურად ასახავდა იმ ფილოსოფიას, რასაც კატალონიური გრანდი ატარებდა.
თუ ვიკითხავთ, რა არის ლა მასიის ყელაზე დიდი ისტორიული წარმატება, გაგვახსენდება ორი ისტორიული ფაქტი. ირველი გახლავთ 2010 წლის ოქროს ბურთის ნომინაცია, სადაც ერთმანეთს ლიონელ მესი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა შეერკინენ. აქედან სამივე ფეხბურთელი ლა მასიას აღზრდილია.
მეორე შემთხვევა ბევრად უფრო შთამბეჭდავია. 2014 წელს ისტორია თავიდან დაიწერა, როდესაც კატალონიელები ლევანტეს შეხვდნენ იმ11-ეულით მოიპოვეს გამარჯვება, რომელშიც მხოლოდ ლა მასიას ფეხბურთელები თამაშობდნენ.

დაცემა

2018 წელს სელტა ვიგოსთან შეხვედრაში ერნესტო ვალვერდემ გუნდში არცერთი ლა მასიელი არ გამოიძახა. ამ სტატიაში კი აგიხსნი თუ რა არის ერთ დროს ლეგენდარული ლა მასიის დაცემის მიზეზი. 1 წარმატება ლა მასიას ასეთი წარმატება გარკვეულწილად კატასტროფული აღმოჩნდა ლა მასიისთვის. ევროპის გიგანტებმა უფრო და უფრო მეტად დაიწყეს დაკვირვება ახალგაზრდა კატალონიელებზე. ბარსელონა კი ვერ ახერხებდა საკუთარი ახალგაზრდა ფეხბურთელების შენარჩუნებას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ადამა ტრაორე, ხავი სიმონსი, მაურიციო იკარდი, ჰექტორ ბელლრინი, გრიმალდო.
2 ფეხბურთელების რაოდენობა ყველაზე დიდი პრობლემა ლა მასიაში არის ფეხბურთელების რაოდენობა. ათიდან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს პირველ გუნდში თამაშის პატივი. "ბარსელონას აკადემიას აჰყავს საუკეთესო ფეხბურთელები მსოფლიოში თითქმის ყველა პოზიციაზე. ეს სიტუაცია ფეხბურთელს უქმნის პრობლემას პროგრესთან დაკავშირებით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვფიქრობ, რომ მათ არ აინტერესებთ მომავალი და მათი მიზანია შექმნან ჩემპიონი გუნდი ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში, სწორედ ამიტომ მოჰყავთ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებზეც იციან, რომ არ აქვთ დიდი მომავალი, თუმცა კონკრეტულ მომენტში კარგად ავლენენ თავს " ტონ ალკოვერი/ ლა მასიას აღსაზრდელი სარეზევრო გუნდები საჭიროა, რომ იყოს დაკომპლექტებული ისეთი ფეხბურთელებით, რომლებსაც აქვთ დიდი ტალანტი. ლა მასია მათ უნდა ეხმარებოდეთ იმაში, რომ გადადგან ნაბიჯი დიდი ფეხბურთისკენ და დაიცვან კატალონიური გრანდის ღირსება.
3. სატრანსფერო პოლიტიკა ბარსელონა აკადემიის განვითარების პოლიტიკიდან გადავიდა გალატკიკოს პოლიტიკაზე. 2019/2020 წლების სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიელებმა დახარჯეს 284 მილიონი დოლარი როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია ახალგაზრდა ფეხბურთელმა გრიზმანს, დე იონგს, დემბელეს, კოუტინიოს ? ეს შეუძლებელია, რადგან როდესაც ფეხბურთელში იხდი 100 მილიონზე მეტს მას სკამზე არ დასვამ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დრო დაუთმო აკადემიის ფეხბურთელს. იმის გარდა, რომ სატრანსფერო პოლიტიკაში დიდი ლაფსუსებია ეს უგზავნის ძალიან ცუდ მესიჯს ლა მასიელებს - " ჩვენ არ ვენდობით შენს ტალანტს"

4. სატრანსფერო ბანი

2013 წელს ბარსელონა მიჩნეული იქნა დამნაშავედ FiFA-ს წესების დარღვევაში და ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელების შესყიდვა აუკრძალეს, ამ ყველაფერთან ერთად კლუბი უნდა დაეტოვებინათ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც იმ კონკრეტულ დროს შეუერთდნენ მას. ამ ფეხბურთელების სია კი, მართლაც შთამბეჭდავია. ანდრე ონანა, რომელიც ახლა აიაქსის პირველი კიპერია და ტაკე კუბო, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალის ერთ-ერთ ნათელ ვარსკვლავად ითვლება. ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ლა მასიიდან გაამართლა სერხი რობერტოა, სწორედ სერხი რობერტოს შემდგომ ჩაესვენა ლა მასიისთვის მზე.

მომავალი!

აქვს კი ლა მასიას მომავალი ? რა თქმა უნდა! რამდენიმე პერსპექტიულმა ახალგაზრდამ მოახერხა თავის გამოჩნედა და პირველ გუნდში დაიმსახურა თამაში. ესეთები კი არიან: კარლეს ალენია, რიკი პუჩი , აბელ რუიზი. კატალონიელებს ყოველთვის ეყოლებათ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რომელთა გამოყენებაც შეეძლებათ. ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გამოიყენებენ იმ რესურსს რასაც ლა მასია აძლევთ!
სტატია მომზადებულია სპეციალურად Sportlab-სთვის
0