ენტონი ფაუჩიმ დამცავი ფარებისა და გრიპის ვაქცინის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა

0
ენტონი ფაუჩის თქმით, ამერიკელებმა დამცავი სათვალეები ან ფარები უნდა ატარონ იმისათვის, რომ კოვიდ-19-ის გავრცელებისაგან თავი მეტად დაიცვან. ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადაბების ინსტიტუტის დირექტორის თქმით, თითოეული ლორწოვანი გარსის ზედაპირი დაცული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, თვალის დამცავი სათვალეები ან ფარები ამ პროცესის ეფექტურობას ზრდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს უნივერსალურად რეკომენდებული არ არის, თუმცა თუკი მათი გამოყენება ადამიანს შეუძლია, მაშინ სრული დაცვისათვის ეს კარგი იქნება. ახალი კორონავირუსის პანდემიამ 662, 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა მსოფლიოს მასშტაბით. ინფიცირებათა რიცხვი კი, ბოლო მონაცემებით, 16.8 მილიონ ადამიანს აღწევს. ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად ვირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენს. ქვეყანამ 4.3 მილიონი ინფიცირებისა და 150, 000 გარდაცვალების შემთხვევა დაადასტურა. ანტონი ფაუჩიმ ასევე გრიპის სეზონის მოახლოებაზეც ისაუბრა. იგი იმედოვნებს, რომ პირბადეები გრიპის გავრცელებასაც შეაჩერებს. მისი თქმით, ორი რესპირატორული ვირუსი ნამდვილად ძალიან რთულ სიტუაციას შექმნის, რადგანაც მათი გამოხატული სიმპტომები ერთნაირია. ენტონი ფაუჩიმ მოსახლეობას ასევე გრიპის ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდა. წყარო:abcNEWS სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #coronavirus #USA #კორონავირუსი #აშშ
0