ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი პროცენტებით ძნელია, მაგრამ ვინც თვლა იცის დათვალოს - იმნაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით საუბარი ძნელია. პაატა იმნაძემ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც გარდაცვალების მზარდ სტატისტიკას ეხებოდა. „თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია. მისი ოჯახისთვისარ არის პროცენტი. ის არის 100%. ამიტომმე ძალიან მიჭირს ხოლმე პროცენტებზე ლაპარაკი, მაგრამ თუ ჩვენპირველ 1900 ინფიცირებულ პაციენტზე და იყო 19 გარდაცვალება,სანამაჭარაში მკვეთრი მატება დაიწყებოდა. დღეს ჩვენ გვყავს4000-ზე მეტი პაციენტი დამატებული იმაზე, რაც იყო. ანუ ორჯერ მეტი პაციენტიდან არის ისევ დამატებით 19 გარდაცვლილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძალიან ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის დათვალოს“, - განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსით 39 მოქალაქეა გარდაცვლილი.