გათამაშების ლიდერები დღეს გამოტოვებულ შეხვედრებს ჩაატარებენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეს საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი კლუბი მე-14 ტურის გამოტოვებულ შეხვედრებს ითამაშებს. ‘’დინამო’’ თბილისი და ‘’დინამო’’ ბათუმი საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ გამოტოვებულ შეხვედრებს. ‘’დინამო’’ თბილისი საკუთარ ‘’დინამო არენაზე’’ ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ მიიღებს. თბილისელებს 14 შეხვედრაში 31 ქულა აქვთ და გათამაშების ლიდერები არიან. ‘’ტორპედოს’’ კი 14 შეხვედრაში 16 ქულა აქვს და მე-8 ადგილით ფლეი-აუტის ზონაში იმყოფება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. მეორე ადგილზე მყოფი ‘’დინამო’’ ბათუმს კი ახალ არენაზე მეორე შეხვერას გამართავს და გამოტოვებულ მატჩში თბილისის ‘’ლოკომოტივს’’ უმასპინძლებს. ბათუმელებს 14 შეხვედრის შემდეგ 29 ქულა აქვთ და 2 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ თბილისის ‘’დინამოს’’ . თბილისის ‘’ლოკომოტივს’’ 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 23 ქულით მეუხთე ადგილზე იმყოფება. ‘’რკინიგზელები’’ ევროპა ლიგის საგზურს 1 ქულით ჩამორჩებიან. მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.