6 votes
0 comments
0 shares
Save
62 views
მირიან ორველაშვილი
Kachreti · 6 months ago

ყველა ამას რატო წერსს

#funny
მირიან ორველაშვილი
Kachreti · 6 months ago
Similar Posts
მირიან ორველაშვილი
Kachreti, Georgia · 6 months ago
ეხხ #funny
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დაწყევლილი ნახატები
შეიძლება თუ არა ბნელი და იდუმალი ძალების არსებობა მხატვრების ნამუშევრებში? „ჩემს ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი,მზე ჩადიოდა,უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა,ლურჯსა და შავ ფერებში გახვეული ფიორი და ქალაქი სისხლის ალში გახვეულიყო,და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი“ -ედუარდ მუნკი 1892 წელი მუნკის ნახატებში იგრძნობოდა გარკვეული განცდა სიკვდილის მოახლოების,ეს არის არაჩვეულებრივი მღელვარება - ექსპრესიულობა,რაც მუნკის ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. საინტერესოა ლეგენდები და იდუმალი მოვლენები რომლებიც ნახატს უკავშირდება,მისი ფასი 70 მილიონ დოლარს შეადგენდა და ის ბევრი კოლექციონერის ოცნება იყო,თუმცა ამასთან ერთად არსებობდა ერთი გარემოება,ამბობდნენ რომ ეს ნახატი შურისმაძიებელი იყო. მაგალითად მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი,რომელსაც სურათი შემთხვევით დაუვარდა,რის შემდეგაც თავის ტკივილით იქამდე იტანჯებოდა,ვიდრე სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულა. ცოტახნის შემდეგ ისევ იგივე შემთხვევა მოხდა, მუზეუმის თანამშრომელს სურათი შემთხვევით დაუვარდა და რამდენიმე დღეში საშინელი ავარიის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა. მუზეუმის დამთვალიერებელი,რომელიც ნახატს ხელით შეეხო ძალიან მალე ხანძარში დაიღუპა. კივილის ამგვარ ზემოქმედებას მისტიკის მოყვარულები მხატვრის მძიმე და სტრესებით სავსე ცხოვრებას უკავშირებენ. მუნკი ხუთი წლის იყო როდესაც დედა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა,და მოულოცნელად დაეღუპა როდესაც ის თოთხმეტი წლის იყო,მას მალევე ძმა და კიდევ ერთი შიზოფრენიით დაავადებული და გარდაეცვალა,თვად მხატვარი კი დეპრესიით იტანჯებოდა. კიდევ ერთი იდუმალებით მოცული ნამუშევარი ესპანელ მხატვარ ჯოვანი ბრაგონის ეკუთვნის,მას სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და ამისათვის მან საკუთარი შვილი დაიხმარა. მხატვარს რეალისტური სურათის შექმნა სურდა,ბიჭს კი ძალით ტირილი არ შეეძლო, მხატვარმა იცოდა,რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,ამიტომ ჯოვანი ბავშვს საესთან ახლოს ცეცხლს უნთებდა,მანამ სანამ ბავშვს ტირილამდე არ მიიყვანდა,მხატვრისთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები,ეს ყველაფერი ტილოს დასრულებამდე გაგრძელდა,ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითბინა და იყვირა - „თავადაც დამწვარხარ“. ორი კვირის შემდეგ ბიჭუნა პნევმონიით გარდაიცვალა,მამა კი საკუთარ სახლში გაჩენილი ცეცხლის დროს დაიღუპა... ნახატი გადარჩა... ეს ამ სურათის ირგვლივ მომხდარი მისტიური მოვლენების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა... ინგლისში,1985 წელს ნახატის ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებდა,თითქმის აღარავის სჯეროდა დამთხვევების,ინგლისში,ყველა სახლში სადაც „მტირალა ბიჭუნა“ ს რეპროდუქციები ჰქონდათ,ყველა სახლში ხანძარი ჩნდებოდა... იყო მსხვერპლიც... ზოგიერთი იხსენებდა რომ მათი საკუთრებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნახატი გადარჩა,რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭი,ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ,რომ არა ის ფაქტი რომ ნახატის ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა,ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა,მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა,ორიგინალი კი დღემდე დაკარგულად ითვლება... ბილ სტოუნჰემის ნახატი „ხელები მას ეწინააღმდეგება“ ასევე დაწყევლილ ნახატად ითვლება,სურეალისტი მხატვარი 1941 წელს ბოსტონში დაიბადა,ის ჩვეულებრივი მხატვარი იქნებოდა,რომ არა მისი ერთი ნახატი,მხატვარმა ის 1972 წელსდახატა ძველი ფოტოს მიხედვით დახატა,რომელზეც თითონ თავის პატარა დასთან ერთად მშობლიურ სახლთან დგას,იგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და დაუცველობის შეგრძნებაც ყოველთვის თან ახლდა,ნახატზე ბიჭი გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინენ მინის კართან,რომელსაც შიგნით პატარა ბავშვის ნათითურები ეტყობა,სურათს უამრავი შემზარავი ისტორია უკავშირდება,პირველად ნახატი „ლოს ანჯელეს თაიმსის“ დირექტორმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა,რომელიც მალე დაიღუპა,ამის შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ,რომელიც ცოტახანში ასევე დაიღუპა,სწორედ აქედან იწყება მითები... დიდი ხნის განმავლობაში ნახატი დაკარგულად ითვლებოდა,მაგრამ შემდეგ ის ნაგავსაყრელზე იპოვეს,ოჯახმა რომელმაც ის იპოვა ნახატი სახლში მიიიტანა და შვილის ოთახში დაკიდა,პირველივე ღამეს გოგონა ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა,რომ ნახატზე ბავშვები ჩხუბობდნენ და ადგილმდებარეობას იცვლიდნენ,ოთახში კამერა დააყენეს რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა,იგი ღამე რამდენიმეჯერ ამოქმედდა... ფაქტია რომ ნახატები გარკვეულ ენერგეტიკას ატარებენ და ადამიანის ფსიქიკაზეც ზემოქმედებენ,შეგიძლიათ დაიჯეროთ ზემოთ მოცემული ფაქტები,შეგიძლიათ არა,მაგრამ როგორც იტყვიან „ერთხელ შემთხვევაა,ორჯერ დამთხვევა,ხოლო მესამეჯერ უკვე კანონზომიერება“ #art #events #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #opinion #news #politics #goodplaces #gaming
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ნიკოლოზ ბარათაშვილი - "მტკივნეულად ნაცნობი"
ნიკოლოზ ბარათაშვილი სულით ობოლი და ამავე დროს, როგორც იხსენებენ: მოქეიფე, სკანდალისტი, აზარტული ბიჭი, მღეროდა კარგად და რაც ყველაზე საოცარია, ბავშვობიდან კოჭლი თავდავიწყებით ცეკვავდა, ალბათ ასე ცდილობდა გადაელახა „ბედის სამზღვარი.“ იგი ახლობელ ნათესავთა ოჯახებს სტუმრობდა ერთადერთი სურვილით, მოესმინათ მისი ლექსები. არ უსმენდნენ... საკუთარი ბიძაც პოეტი გრიგოლ ორბელიანი დისწულში ვერ ხედავდა პოეტს და ლექსებს შეუფასებლად და უპასუხოდ ტოვებდა. ერთგვარი ხერხი იხმარა შემდეგ, ალბათ გამოუვალობის გამოსავალი, საზოგადოებისთვის უცნობებია მერანი ილიკო ორბელიანს მივუძღვენიო, მისი მონოლოგიაო და ამ გზით, ილია ორბელიანის ხათრით მოუსმინეს - „საყვარელო ძია გრიგოლ, ილია ტყვედ არის შამილთან, არ ვიცი ეს ლექსი როგორ მოგეწონება, აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი დაინთხა ამის წაკითხვაზე, რასაკვირველია, იმიტომ რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში და არა მე.“ ტატო ბარათაშვილი არისტოკრატიული საზოგადოების სალონურ ნორმებს ვერ იცავდა. ხმაურობდა, ლაპარაკობდა ბევრს, ითხოვდა, რომ მისთვის მოესმინათ. ნათესავებთან და ახლობლებთან მისულს ზოგჯერ კარსაც არ უღებდნენ. - „საყვარელო დაო მაიკო, ეს ღამეც წავიდა ვითარცა სიზმარი. კიდევ მომნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელ ქვეყანაში, რომ ჩემი რამე იყოს. შენ იცი დიდიხანია ობოლი ვარ, არ დაიჯერებ მაიკო, სიცოცხლე მომძულებია ამდენი მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ყავს, დედაც, დებიც და მრავალნი მონათესავენი და მაინც ვერავის მიჰკარვებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელ სოფელში.“ ჩვენს მეხისერებას სამუდამოდ შემორჩა ბარათაშვილის, ლადო გუდიაშვილისეული პორტრეტი. ტატო ბარათაშვილის გარეგნული იერის ანალოგიური მხოლოდ ბაბთაა და სხვა არაფერი და დღემდე არ ვიცით სინამდვილეში, როგორ გამოიყურებოდა პოეტი. მისი პიროვნული რაობის ვერ გაგებას კიდევ ერთი უცნაური მომენტი ახლავს, თანამედროვენი სრულიად სხვადასხვაგვარად, ერთმანეთის საპირისპიროდ აღიქვამდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახეს, თმის ფერს, თვალების ოვალს, სიმაღლეს. თითქოს რაღაც გაურკვევლობის კედელი იყო აღმართული პოეტსა და მის თანამედროვე გარემოს შორის. ... და მაინც რატომ ვერ დაინახა იგი ვერავინ, რატომ მოხდა, რომ ბარათაშვილების საგვარეულო ალბომს მხოლოდ და მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი აკლია. უხილავი ძვირფასი სახე უკვე რაღაც სხვაგვარი სიმყუდროით, იდუმალებით აღსავსე არსებობს ჩვენში, ბარათაშვილის უცნაურმა ბედმა მისდამი არაჩვეულებრივი თანაგრძნობით აავსო მკითხველი და ჩვენს წარმოსახვასა და გემოვნებას მიანდო მისი გარეგნული ხატი. იქნებ განგებამ მართლაც იმიტომ დაგვიტოვა უსახოდ, იმიტომ გააქრო მისი ყველა პორტრეტი, რომ „მტკინვეულად ნაცნობი“ გაეხადა ყველა ჩვენგანისთვი. კონკრეტიზაცია გვაშორებს პოეზიის საგანს. ალბათ არ არის აუცილებელი ზუსატად ვიცოდეთ, როგორ გამოიყურებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი, რადგან შემოქმედების საიდუმლოს ხიბლი არა მისი ახსნა არამედ, აუხსნელთან მიახლოებაა. #goodplaces #politics #news #opinion #events #art #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming
George Toreli
Tbilisi, Georgia · 4 months ago
✅ჩარლი ჩაპლინი გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. მან დაგვიტოვა ოთხი განცხადება: ✳1.არაფერია ამ სამყაროში მარადიული, თუნდაც ჩვენი პრობლემები. ✳2. მე მიყვარს წვიმის ქვეშ სეირნობა, რადგან არავის შეუძლია დაინახოს ჩემი ცრემლები. ✳3. ყველაზე დაკარგული დღე ცხოვრებაში - ესაა დღე, როცა არ ვიცინით. ✳4.ექვსი საუკეთესო ექიმი მსოფლიოში: მზე, დასვენება, ვარჯიში, დიეტა, თავისი თავის პატივისცემა, მეგობრები. მისდიეთ მათ თქვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე და დატკბით ჯანსაღი ცხოვრებით... თუკი დაინახავთ მთვარეს, დაინახავთ ღმერთის მშვენიერებას... თუკი დაინახავთ მზეს, დაინახავთ ღმერთის ძალას... თუკი დაინახავთ სარკეს, დაინახავთ ღმერთის საუკეთესო ქმნილებას. ასე რომ, ირწმუნეთ ეს. ჩვენ ყველანი ტურისტები ვართ, ღმერთი - ჩვენი ტურაგენტი, რომელმაც უკვე განსაზღვრა ჩვენი მარშუტები, ბრონები და მიმართულებები... მიენდე ამას და დატკბი ცხოვრებით. ცხოვრება ეს უბრალოდ მოგზაურობაა! ამიტომ, იცხოვრეთ დღეს! ხვალ შეიძლება არც კი იყოს. 🙏❤ #goodplaces #politics #news #art #events #opinion #crypto #photo #food #gaming #design #funny #sport #business #religion
Gigi Oragvelidze
Tbilisi, Georgia · 1 week ago
თემურ კახიძე "ევროპული საქართველოს" რიგებს შეუერთდა. მისივე განცხადებით მან ბათუმის საკრებულოს იურიდ
"ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც მე ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობას"-ასე შეაფასა"ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხულმა ბათუმის საკრებულოს წევრმა საკუთარი გადაწყვეტილება. თემურ კახიძე "ევროპული საქართველოს" რიგებს შეუერთდა. მისივე განცხადებით მან ბათუმის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. "მე ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის არ არის აპრიორი, რომ ვიყო თანამდებობაზე. გადავდექი იურიდიული კომისიის თანამდებობიდან. რატო წავედი იქ სადაც წავედი? ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც მე ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობებს. არის პროფესიონალი ხალხით დაკომპლექტებული და გააჩნიათ ხედვა თუ როგორ უნდა გამოიყვანონს დღეს ქვეყანა კრიზისიდან რაც არის დღეს საქართველოში. მე ამას მოვახერხებ "ევროპულ საქართველოსა" და "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად. მე არ დავუჭირე "ამბასადორის" პროექტს მხარი, რაც შეეხება "რივიერას" მე მას მხარი დავუჭირე და "ევროპული საქართველოს რიგებიდანაც დავუჭერ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება"-განაცხადა თემურ კახიძემ. "ქართული ოცნების" წევრის ევროპულ საქართველოში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამაც. მისივე განმარტებით "ქართულმა ოცნებამ" იმოქმედა კლასიკურ ჟანრში და ვერაფერი რომ ვერ შეძლეს დილით მოასწრეს და იგი გარიცხეს პარტიიდან. "მას შემდეგ რაც ბატონმა თემურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება მთელი ქართული ოცნება აწრიალდა, მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად წრიალებდნენ, წრიალებდნენ, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს და რომ ნახეს, რომ თემურ გადაწყვეტილება იყო მყარი და ეფუძნებოდა პრინციპებს. დილით მოასწრეს და კლასიკურ ჟანრში იმოქმედეს და თემური გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ ერთხელ ანახებს საზოგადოებას "ქართული ოცნების" სახეს, კიდევ ერთხელ არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ "ქართულ ოცნების" ხელისუფლება იმყოფება დაისში და განწირულია. ის ყველა პრობლემას სხვასში ხედავს და არასდროს საკუთარ თავში. მას გონია, რომ რომ იტყვი და დაასწრებ გავრიცხეს ამით რაიმე შეიცვლება"-განაცხადა გიგი უგულავამ. "ქართული ოცნების" წევრი ნატალია ზოიძე ამბობს, რომ პარტიისთვის ღალატი და სხვა პოლიტიკურ ძალებთან გარიგებაში მონაწილეობა მიუღებელია. მისი თქმით, ღალატს შესაბამისი პასუხი სჭირდება. "ნებისმიერ პოლიტიკურ გარიგებაში შესული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის მიუღებელი იქნება "ქართული ოცნებისთვის" და მის მიმართ ვიქნებით მკაცრი. ვიცით, რომ ის აწარმოებდა გარიგებას სხვა პოლიტიკურ ძალასთან, მით უმეტეს რადიკალურ ოპოზიციასთან. შესაბამისად, ეს ჩემი აზრით არის ღალატი და ღალატს შესაბამისი პასუხი სჭირდება. სად მიდის ამის შესახებ სავარაუდოდ თვითონ გააკეთებს განცხადებას. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვისთან აპირებდა თანამშრომლობას. ჩვენთვის მთავარი ის არის რომ ვინც პოლიტიკურ გარიგებაში მონაწილეობს, არ არის ერთგული, მიუღებელია. ის გარიცხული იქნება პარტიიდან და უმრავლესობის რიგებიდან"-განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ. პარტია " ქართულმა ოცნებამ" დღეს დილით განცხადება გაავრცელა ბათუმის საკრებულოს წევრის, თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე, მიზეზად კი მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობა დაასახელა.#ახალიამბები #პოლიტიკა #ხელოვნება #მოგზაურობა #სპორტი #მოდა #ბიზნესი #მეცნიერება #ჯანსაღიცხოვრება #კულინარია #ტექნოლოგიები #ასტროლოგია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi, Georgia · 1 week ago
"ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობას"- თემურ კახიძე "ევროპულ საქართველოში" გადავიდა
'ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც მე ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობას'-ასე შეაფასა'ქართული ოცნების' რიგებიდან გარიცხულმა ბათუმის საკრებულოს წევრმა საკუთარი გადაწყვეტილება. თემურ კახიძე 'ევროპული საქართველოს' რიგებს შეუერთდა. მისივე განცხადებით მან ბათუმის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. 'მე ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის არ არის აპრიორი, რომ ვიყო თანამდებობაზე. გადავდექი იურიდიული კომისიის თანამდებობიდან. რატო წავედი იქ სადაც წავედი? ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც მე ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობებს. არის პროფესიონალი ხალხით დაკომპლექტებული და გააჩნიათ ხედვა თუ როგორ უნდა გამოიყვანონს დღეს ქვეყანა კრიზისიდან რაც არის დღეს საქართველოში. მე ამას მოვახერხებ 'ევროპულ საქართველოსა' და 'თავისუფალდემოკრატებთან' ერთად. მე არ დავუჭირე 'ამბასადორის' პროექტს მხარი, რაც შეეხება 'რივიერას' მე მას მხარი დავუჭირე და 'ევროპული საქართველოს რიგებიდანაც დავუჭერ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება'-განაცხადა თემურ კახიძემ. 'ქართული ოცნების' წევრის ევროპულ საქართველოში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამაც. მისივე განმარტებით 'ქართულმა ოცნებამ' იმოქმედა კლასიკურ ჟანრში და ვერაფერი რომ ვერ შეძლეს დილით მოასწრეს და იგი გარიცხეს პარტიიდან. 'მას შემდეგ რაც ბატონმა თემურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება მთელი ქართული ოცნება აწრიალდა, მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად წრიალებდნენ, წრიალებდნენ, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს და რომ ნახეს, რომ თემურ გადაწყვეტილება იყო მყარი და ეფუძნებოდა პრინციპებს. დილით მოასწრეს და კლასიკურ ჟანრში იმოქმედეს და თემური გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ ერთხელ ანახებს საზოგადოებას'ქართული ოცნების' სახეს, კიდევ ერთხელ არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ 'ქართულ ოცნების' ხელისუფლება იმყოფება დაისში და განწირულია. ის ყველა პრობლემას სხვასში ხედავს და არასდროს საკუთარ თავში. მას გონია, რომ რომ იტყვი და დაასწრებ გავრიცხესამით რაიმე შეიცვლება'-განაცხადა გიგი უგულავამ. 'ქართული ოცნების' წევრი ნატალია ზოიძე ამბობს, რომ პარტიისთვის ღალატი და სხვა პოლიტიკურ ძალებთან გარიგებაში მონაწილეობა მიუღებელია. მისი თქმით, ღალატს შესაბამისი პასუხი სჭირდება. 'ნებისმიერ პოლიტიკურ გარიგებაში შესული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის მიუღებელი იქნება 'ქართული ოცნებისთვის' და მის მიმართ ვიქნებით მკაცრი. ვიცით, რომ ის აწარმოებდა გარიგებას სხვა პოლიტიკურ ძალასთან, მით უმეტეს რადიკალურ ოპოზიციასთან. შესაბამისად, ეს ჩემი აზრით არის ღალატი და ღალატს შესაბამისი პასუხი სჭირდება. სად მიდის ამის შესახებ სავარაუდოდ თვითონ გააკეთებს განცხადებას. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვისთან აპირებდა თანამშრომლობას. ჩვენთვის მთავარი ის არის რომ ვინც პოლიტიკურ გარიგებაში მონაწილეობს, არ არის ერთგული, მიუღებელია. ის გარიცხული იქნება პარტიიდან და უმრავლესობის რიგებიდან'-განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ. პარტია ' ქართულმა ოცნებამ' დღეს დილით განცხადება გაავრცელა ბათუმის საკრებულოს წევრის, თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე, მიზეზად კიმმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობა დაასახელა.
On.ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
კაი, [ვთქვათ] ყველაფერი სწორია, ერთი დადებითი არა გვაქ? რატო არ აშუქებენ? — მეუფე ანტონი
კაი, [ვთქვათ] ყველაფერი სწორია, ერთი დადებითი არა გვაქ? რატო არ აშუქებენ? — მეუფე ანტონი
კაი, [ვთქვათ] ყველაფერი სწორია, ერთი დადებითი არა გვაქ? რატო არ აშუქებენ? — მეუფე ანტონი
კაი, [ვთქვათ] ყველაფერი სწორია, ერთი დადებითი არა გვაქ? რატო არ აშუქებენ? — მეუფე ანტონი
მარიკო გეწაძე
Holon, Israel · 3 months ago
საოცარი შეგრძნებებია, როცა თოვლში მიდიხარ, მიდიხარ და ნაკვალევს ტოვებ, შენს არსებობას ახსენებ ყველას, ვინც ამავე გზით გამოივლის და გრძნობ, რომ სამყაროს სჭირდები, თორემ არც ნაკვალევი დარჩებოდა შენი… ასე ფიქრობ მხოლოდ წუთები, რადგანაც ხედავ თოვლი ფარავს შენს ნაკვალევს და ის ქრება, თითქოს არც ყოფილა, თითქოს არც კი გაგივლია აქ და უკან მობრუნებულს იგივე გზაზე სხვისი ნაკვალევი გხვდება და თუ გინდა ისევ სამყაროს ნაწილად იქცე და იგრძნო რომ ვიღაცას სჭირდები თავიდან უნდა გაიარო იგივე გზა და ნაკვალევიც თავიდან დატოვო. ადამიანებთან ურთიერთობაშიც ხომ ასე ხდება… არსებობ ვიღაცის გვერდით, არსებობ მასში და შეგიძლია შენი არსებობით შეცვალო ის, მანამ მასში არის რაღაც ნაწილი შენი, შენი ნაკვალევი, მერე კი ქრები, ქრები მისი გულიდან, ქრები როგორც პატარა ფიფქები ქრებიან შენს წამწამებზე, ხელისგულებზე და გიკვირს და გტკივა, რომ ასე მარტივად დაგივიწყა, თითქოს არც იყავი, გიკვირს რომ არაფერი ახსენებს შენს თავს, არც მუსიკა ერთად რომ უსმენდით, არც ქუჩები ერთად რომ სეირნობდით, არც გვირილები ასე რომ გიყვარს და არც უსაზღვროდ დიდი ცა… არაფერი დარჩა შენგან, არადა, რა უხვად გაეცი მისთვის შენი არსებობის ყველა წუთი და წამი, ნაწილები შენი სულისა და ახლა ხვდები, რომ უკან აღარაფერს დაგიბრუნებენ, ხვდები რომ სიცარიელედღა დარჩი და მაინც არ ნანობ… მხოლოდ ტკივილი, კიდევ კარგი ეს მაინც დაგრჩა. მიდიხარ თოვლში და ფიქრობ, რომ სამყარომ შეწყვიტა არსებობა, დროც კი გაჩერდა, მხოლოდ საკუთარი გულის ცემა გესმის და მხოლოდ შენს ფიქრებს ხედავ ნატვრად გადაქცეულს, ნეტა მომწეროს, ტელეფონი კი დუმს… მაინც ჯიუტად ელი და რატომღაც გჯერა, რომ ის აუცილებლად მოვა შენამდე, მოვა და დაგიკოცნის ხალებს ლოყაზე სამ წერტილად გაბნეულს და ელი. გგონია გავიდა თვეები, წლები, საუკუნეები, გგონია გაიარე უკვე დიდი გზა მასთან შესახვედრად, მაგრამ გრძნობ რომ ყველა გზა უკან გაბრუნებს, გაბრუნებს საკუთარ თავთან, საკუთარ ტკივილთან და ცრემლებიც კი აღარ გყოფნის, აღარც ძალა რომ წახვიდე… დაიღალე… აკვირდები საკუთარ ნაკვალევს თოვლზე და ხედავ რომ ვიღაც სხვაც მოდის იგივე გზაზე, მოდის, მაგრამ არა შენს ნაკვალევზე, უბრალოდ შენს გვერდით და ხვდები, რომ არავის შეუძლია შენი არსებობა გადაფაროს, წაშალოს ის რაც ხარ, რაც შენგან რჩება, იმიტომ რომ შენ შენ ხარ, სხვა კი სხვაა და არასოდეს დაემთხვევით ერთმანეთს როგორც ეს ფიფქები, ათასები და ათიათასები, მილიონები და უფრო მეტიც, თითქოს ერთნაირები და მაინც ყველა სხვადასხვა, თითოეული თავისთავად ღირებული, სხვებისგან დამოუკიდებლად, არა როგორც თოვლი, არამედ ერთი პატარა ფიფქი, რომელიც გაქრება წამში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იყო, არ არსებობდა. ამას ხვდები და გრძობ საკუთარ სულს, საკუთარ სხეულს, გარკვეულ დროში და გარკვეულ სივრცეში, მარადისობის ერთ მცირე წამში, აწმყოში, წარსულში და მომავალში, გრძნობ საკუთარი არსებობის საჭიროებას და რწმუნდები აღარ ხარ მარტო, აღარც დაღლას გრძნობ, რადგან იცი უნდა იარო, რომ არ დაიკარგო, იარო წინ, ან უკან, მაგრამ უნდა იარო და შეხვდები იმას ვინც შენსკენ მოდის, დგეხარ თოვლში, ფიფქებით დამძიმებული წამწამებით და სასაცილოდ აფახულებ თვალებს, როგორც თოჯინა შენი ბავშვობის მეგობარი და გახსენდება ოქროს თევზები, დროებით რომ მიივიწყე სადღაც ცნობიერების ურთულეს გზაზე და ახლა ისევ გჯერა მათი არსებობის, ისევ გჯერა რომ სადღაც ისინი შენს ზღაპარს წერენ და უნდა წახვიდე იქ, შენს ზღაპარში და შენს სამყაროში და ისევ იწყებ ძიებას… იცი ისევ ბევრჯელ მობრუნდები უკან, ბევრჯელ იგემებ ტკივილს და იმედგაცრუებას, ბევრჯელ დაეცემი დაქანცული და მაინც გრძნობ , რომ უნდა წახვიდე… რადგან შენი ზღაპარი ამად ღირს… იქ უნდა მოხვდე… მომენატრე და შენთვის გავთოვდი, შორი გზებიდან მოვედი შენთან და შევისვენე შენს წამწამებზე… გთხოვ მაპატიოს ეს სისუტე ვინც შენ გეკუთვნის, ვისაც შენად თვლი, მე ხომ ფიფქი ვარ მალე გავქრები, მხოლოდ წამი მაქვს შენთან ყოფნისთვის და ეს წამია მარადისობა და უფრო მეტიც…… #news #funny #design #business #sport #religion #gaming #photo #art #opinion #goodplaces #politics #events #crypto #food