ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდსტატუსით 3 ახალი პაციენტი მოათავსეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით კოვიდინფიცირებულები ე.წ. მესტიის კლასტერს მიეკუთვნებიან.  ისინი კლინიკაში მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები არიან. ინფიცირებულთაგან ერთი,  6 წლია ბავშვია. “ახალი პაციენტები ჩვენთან უკვე მწოლიარე პაციენტების ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ორი ახალგაზრდა და ერთი 6 წლის ბავშვია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მყოფი 21 პაციენტიდან 6-ს პნევმონია აღენიშნება, თუმცა, მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მიმდინარეობს ეტიმოლოგიური კვლევები,"-განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ. კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 8 ბავშვია.  უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1436 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1150-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30803282.html #ახალი_ამბები #twitter