Ხარაგაულში Civid 19 პედაგოგს და ექთანს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგსა და ბორითის კოვიდკლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდათ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ცნობილია, რომ ინფიცირებული პედაგოგი სკოლაში 31 ოქტომბრიდან არ ყოფილა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. რაც შეეხება ექთანს, მას ვირუსი გეგმიური ტესტირების დროს დაუფიქსირდა. ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე სულ 25 ინფიცირებულია. მათგან 4 გამოჯანმრთელდა.