თუ დამაჯერებელი არგუმენტები იქნება, დავეთანხმებით - მეუფე დანიელი

Tbilisi Daily

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის თაობაზე საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. მეუფე გამოთქვამს ვარაუდს, რომ აღნიშნულ საკითხზე საპატრიარქოსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. ,,თავისთავად, ეს გადაწყვეტილება, როგორც საპატრიარქომ აღნიშნა, შეთანხმებული არ იყო და ალბათ, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შედგება შეხვედრა და აღნიშნულის შესახებ საუბარი იქნება. თუ ჩვენთვის დამაჯერებელი იქნება ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რასაკვირველია დავეთანხმებით, თუ არადა, ჩვენს მოსაზრებებს ვეტყვით“,-განაცხადა მეუფე დანიელმა. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება მიეცემათ, როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.