საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის მალულად შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო- გამშვები პუნქტის - "სარფის" გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით ქვეყანაში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#სარფი
#მძღოლები
#batumidaily
#მოგზაურობა
#ახალიამბები