ინფიცირებულთა ახალი ნაკადი - აფხაზეთში კორონავირუსი კვლავ გავრცელდა.

0
გასული დღის განმავლობაში აფხაზეთში 93-მა ადამიანმა ჩაიტარა კორონავირუსის ტესტირება COVID-19- ის დიაგნოზი დადასტურდა ათ ადამიანში. ამ ეტაპზე, გუდაუთის ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში ვირუსს 14 პაციენტი მკურნალობს. ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 30 ადამიანი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება, მათ შორის, არიან ისინიც, ვინც ტესტის შედეგებს ელოდება. საერთო ჯამში, აფხაზეთში კორონავირუსით 81 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 37 გამოჯანმრთელდა და ორი ადამიანი გარდაიცვალა.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#კორონავირუსი
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0