ოჯახური ძალადობა მესტიის სოფელ ხაიშში.

Zugdidi Daily

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. მას ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. სიტყვიერი კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ოჯახის დიასადლისმა პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს. #მესტია #ხაიში #სამეგრელოზემოსვანეთი #ძალადობა #ინციდენტი #პოლიცია #შსს #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com