ქუთაისის ჰოსპიტალში ოთხ საეჭვო პაციენტზე ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდებიან

Tbilisi Daily

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხ საეჭვო პაციენტზე ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდებიან. ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი რჩება ბოქსირებულ პალატაში და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა.