ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების ნახევარზე მეტი თბილისიდანაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში გამოვლენილი 903 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისიდანაა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთშია.
ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისი - 469,
აჭარა - 52,
იმერეთი - 107,
ქვემო ქართლი - 44,
შიდა ქართლი - 51,
გურია - 12,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 73,
კახეთი - 47,
მცხეთა-მთიანეთი - 18,
სამცხე-ჯავახეთი -24,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში კი 636-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 251 974 შემთხვევა. მათგან 238 737 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 022 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31062831.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები