კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა ბათუმში

0
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პაციენტიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე დატოვეს საქართველო და გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. კიდევ ერთი ინფიცირებული, სრულწლოვანი მამაკაცი იმყოფებოდა კარანტინში, მას ბანგლადეშში მოგზაურობის ისტორია აქვს. ასევე, ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ერთ არასრულწლოვანს, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. იგი თბილისში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კორინავირუსი
#batumidaily
წყარო - ბათუმელები
#ახალიამბები
0