0
? ბრიტანეთის საბჭოს პროექტ "შემოქმედებით ნაპერწკალის" ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჰენლის ბიზნეს სკოლასთან პარტნიორობით აცხადებს მიღებას ზამთრის ბუთქემფში მონაწილეობის მსურველთათვის. ? ბუთქემფის ინტენსიური სესიების დროს, სტარტაპერები იმუშავებენ იდეისა და ბიზნეს გეგმის სრულად დახვეწაზე, პრეზენტაციისა და ფიჩის მომზადებაზე. ? ბუთქემფის დასრულების შემდეგ მონაწილეები წარადგენენ მათ იდეას "Big Idea Challenge"-ის ფარგლებში გამართულ ლოკალურ კონკურსში და ჩაწერენ ვიდეო ფიჩს, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში. ? გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ ფულად პრიზს და/ან გაემგზავრებიან ლონდონში, გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს და ჩაერთვებიან საერთაშორისო კონკურსში. ასევე, ექნებათ ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ? კანდიდატებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სტარტაპების დემო დღეზე. ? სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/pxnuUTVVhoihRLzb9 ➡ რეგისტრაცია დაიწყება 10 იანვარს 09:00 საათზე. ➡ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 თებერვალი, 18:00 საათი. ➡ ბუთქემფის შეხვედრები გაიმართება 8-9 და15-16 თებერვალს.
#CreativeSpark
#news
0